გეოგრაფია

რა არის გეოგრაფია ან რა არის მისი არსი ?

გეოგრაფია გახლავთ უძველესი და ასევე მარად ახალგაზრდა მეცნიერბა. იგი ათწლეულების მანძილზე ვითარდებოდა – აღწერილობითიდან ~ პროგნოზულ მეცნიერებამდე. მისი მეშვეობით შესაძლებელია წარმოდგენა ვიქონიოთ არა მარტო გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგებაზე, არამედ გეოგრაფიული მოვლენებისა და პროცესების თავისებურებებზეც. მიუხედავად მისი ხანგრძლივი ისტორიისა, გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების, არაერთი განმარტება არსებობს. ამგვარი ვითარება მისი მრავალმხრივობითაა განპირობებული.  მაქსიმალურად მოკლე განმარტება მისივე სახელწოდებაშია( ბერძ. “გეო” – მიწა, “გრაფოს” – აღწერა)  თუმცა იგი სრულიადაც ვერ ასახავს თანამედროვე გეოგრაფიის არსს, განვითარების ტენდენციებს, ინტერესთა სფეროსა და შესაძლებლობებს.

ჩვენი აზრით, თანამედროვე გეოგრაფია არის – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის გეოგრაფიული გარსისა და მისი შემადგენელი კომპონენტების სივრცე-დროით თავისებურებებსა და კანონზომიერებებს.

 

 

 

© ნ. ელიზბარაშვილი, 2008

კომენტარები

კომენტარები

კომენტარის დატოვება

2 Shares
Share2
Tweet
+1