პეტრიწონის მონასტერი

პეტრიწონის მონასტერი მდებარეობს  ბულგარეთში,  XI საუკუნეში აგებული ქართული კულტურის ძეგლია. იგი აგრეთვე ცნობილი, როგორც ბაჩკოვოს მონასტერი.   მონასტერი ერთ-ერთია  საზღვარგარეთ არსებულ ქართულ სავანეებს შორის, რომელმა ღრმა კვალი დააჩინა გარდასული საუკუნეების არა მარტო ქართულ აზროვნებასა და საეკლესიო ცხოვრებას, არამედ ბულგარეთის ისტორიაშიც უდიდესი როლი შეასრულა. მონასტერი  მდებარეობს ბულგარეთში  როდოპის მთის კალთაზე, სოფ.პეტრიწონში (ახლანდელ სოფ. ბაჩკოვოში)  სოფიიდან 89 კმ-ში.     მონასტერს გარს არტყია როდოპის ჭაღარა მწვერვალები, დაბურული წიწვიანი ტყეები და ჩამოუდის მჩქეფარე მდინარე ჩეპელარსკა. რბილი და თბილი ჰავა საუკეთესო პირობებს ქმნის მრავალგვარი ხილისა და ბოსტნეულის მოსაყვანად. მდელოები ულამაზესი ყვავილებითაა მოჩითული, რომლებიც ანკარა მთის წყაროებით საზრდოობენ. მრავალი ტკბილი წყალი კი სავსეა თევზთა სხვადასხვა სახეობებით, გორაკები დაფარულია ვენახით, ხილითა და ბალახით.

ბულგარეთში ქართული სავანის არსებობის შესახებ გვიან გახდა ცნობილი. პირველი ცნობა ამის შესახებ 1878 წელს გამოქვეყნდა. შემდგომი კვლევა-ძიებით დაზუსტდა, რომ პეტრიწონის ქართველთა მონასტერი 1083 წელს  ტაოელმა უფლისწულმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ  დაარსა.  იგი  ბიზანტიის ისტორიაში კარგად ცნობილი პიროვნება ყოფილა. განათლებულმა, ენერგიულმა და ჭკვიანმა გრიგოლმა  ბიზანტიის იმპერატორის კარზე მალე გაითქვა სახელი და ბიზანტიის ჯარების ხელმძღვანელიც გახდა. საბრძოლო წარმატებისათვის და კომნენოსთა დინასტიის ერთგულად  მსახურების გამო, იმპერატორებმა გრიგოლს უბოძეს დიდძალი სიმდიდრე და დაუმტკიცეს სამფლობელოდ სოფელი პეტრიწო. გრიგოლ ბაკურიანისძემ ჯერ კიდევ აღმოსავლეთში მსახურობისას განიზრახა მონასტრის დაარსება, მაგრამ სახელმწიფო საქმეებით დატვირთულმა გულისწადილის ასრულება მხოლოდ გვიან, ხანდაზმულობის ჟამს მოახერხა. გრიგოლი და აბაზი ერთად იბრძოდნენ ქრისტიანობის მტრების წინააღმდეგ ბიზანტიაში, ერთად იღწვოდნენ თანამემამულეთა საკეთილდღეოდ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ და ერთად ადგენდნენ ქართული სავანის მშენებლობის გეგმებს. მაგრამ აბაზს არ დასცალდა, იგი ადრე გარდაიცვალა და მთელი თავისი ქონება ძმას დაუტოვა, რათა მას მისი სულისათვის ეზრუნა.

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ და მოგვწეროთ თქვენი აზრი!

Comments

comments

კომენტარის დატოვება

ჰეი!: თქვენ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ჩვენს ვებგვერდს თუ დართავთ ნებას, რომ გამოიყენოს თქვენი კომპიუტერის მცირედი ძალა. თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ის თუ საჭიროება მოითხოვს!
Ok
0 Shares
Share
+1
Tweet