სალაშქრო ადგილებიციხესიმაგრეები

სად არის ხიხანის ციხე?

ხიხანის იგივე ხირხათის ციხე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანში. კონკრეტულად მდებარეობს მდინრე სხალთის სათავეებში, მაღალი ციცაბო კლდის წვერზე.

ხიხანის ციხე რუკაზე?

ციხესიმაგრის კომპლექსში შედის გალავანი და მის წყობაში აქა–იქ აგურიცაა გამოყენებული. ზოგ ადგილას გალავნის სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევს ხოლო სიგანე 90–95 სანტიმეტრს. გალავანს თან ახლავს ოთხი კოშკი. ასევე კომპლექსში გვხვდება წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ნაშთები, რომელიც ციხის უკიდურეს სამხრეთ–აღმოსავლეთ მონაკვეთში მდებარეობს. ეკლესია სხალთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და იგი არ ფუნქციონირებს. ციხის ტერიტორიაზე ასევე ბევრია სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. ციხესიმაგრის შუა მოედანზე მდებარეობს დიდი ორმო, რომელიც ძალიან ჰგავს საიდუმლო შესანახ საწყობს. ორმოს დიამეტრი 2 მეტრია. ასევე ციხის ტერიტორიაზე გვხვდება თონისა და მარნის ნაშთები.

ციხესიმაგრის გეგმა
ციხესიმაგრის გეგმა

ხირხათის ციხესიმაგრე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეა აჭარაში. ის მეტად სტრატეგიულ ადგილასაა აშენებული. შემოსევებისას, როდესაც მტერი თბილისსა და გორის სიმაგრეებს სძლევდა, ქართველი დიდებულები ამ ციხეს აფარებდნენ თავს. ხიხანის ციხესა და თამარ მეფეს უამრავი ლეგენდა აკავშირებს. გადმოცემის თანახმად ხიხანის ციხეს ძალიან ბევრი საიდუმლო გვირაბი გააჩნია, რომელთა საშუალებით ბლოკადის ან სხვა გაჭირვების დროს ახლომახლო სოფლებს უკავშირდებოდნენ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე გასაოცარ ფოტოსა და ვიდეოს ხიხანის ციხეზე, რომლებიც ინტერნეტში მოიპოვება:

ვიდეო 1 :

ვიდეო 2 :

ხიხანის ციხესიმაგრე
ხიხანის ციხესიმაგრე

“ციხესიმაგრეები საქართველოში”

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ და მოიწონოთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი!

ფოტოების დელტა: წყარო 1, წყარო 2, წყარო 3.
ტექსტის შესადგენად მასალა გამოყენებულია ვიკიპედიიდან და dzeglebi.ge-დან.