კონტინენტებისაინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები აფრიკაზე

საინტერესო ფაქტები აფრიკაზე – აფრიკელი ხალხი
  • აფრიკის კონტინეტი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა, აფრიკაში დაახლოებით 1,1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.
  • აფრიკაში დაახლოებით ათასი ენაა გავრცელებული, ზოგიერთი გამოკვლევების მიხედვით კი ეს რიცხვი 2000-მდე აღწევს.
  • აფრიკაში ყველაზე გავრცელებული რელიგია ისლამია, ისლამის შემდეგ კი მოდის ქრისტიანობა.
  • აფრიკის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 14.72% -ს შეადგენს. (2009 წლის მონაცემებით)
  • ეთიოპიაში აღმოჩენილია უძველესი ადამიანის ნაშთი, იგი დაახლოებით 200 000 წლისაა.
აფრიკელი ხალხი
საინტერესო ფაქტები აფრიკაზე – აფრიკის ლანდშაფტი

 

  • მსოფლიოში უგრძესი მდინარე ნილოსი მდებარეობს აფრიკაში.
  • აფრიკაში მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი უდაბნო საჰარა, რომლის ფართობიც ლამის აშშ-ს ფართობს უტოლდება.
  • აფრიკაში ყველაზე მაღალი ჩანჩქერია ვიქტორიას ჩანჩქერი, იგი დაახლოებით 110 მეტრის სიმაღლიდან ეშვება და 1 600 მეტრი სიგანისაა.
  • მთა კილიმანჯარო მოიცავს აფრიკის უმაღლეს პიკს, იგი ჩრდილო-აღმოსავლეთ ტანზანიაში მდებარეობს 5 895 მეტრ სიმაღლეზე.
  • მადაგასკარი აფრიკის უდიდესი კუნძულია, ის ასევე მსოფლიოს უდიდეს კუნძულებს შორის მეოთხე ადგილზეა.
აფრიკის ლანდშაფტი
საინტერესო ფაქტები აფრიკაზე – კონტინენტი

 

  • აფრიკა ასევე ტერიტორიის სიდიდითაც მეორე ადგილზეა მსოფლიოში, მისი ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად 30 221 532 კმ²-ს შეადგენს.
  • აფრიკა ყველაზე ცხელი კონტინეტია დედამიწაზე.
  • აფრიკის ყველაზე დიდი ქვეყანა არის სუდანი, მისი ფართობია 1 886 068 კმ² და სიდიდით მეთექვსმეტეა მსოფლიოში.
  • კაირო კონტინენტის უდიდესი ქალაქია.
  • აფრიკა მოიცავს დედამიწის მთლიანი ზედაპირის 6 პროცენტს და მთლიანი მიწის ფართობის 20.4 პროცენტს შეადგენს.
აფრიკა კოსმოსიდან
საინტერესო ფაქტები აფრიკაზე – ცხოველები

 

  • მსოფლიოში ყველაზე დიდი ცხოველი აფრიკელი სპილოა.
  • ასევე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცხოველი აფრიკელი ჟირაფია.
  • ყველაზე სწრაფი ცხოველი გეპარდი ასევე ბინადრობს აფრიკაში.
  • ასევე აფრიკა ყველაზეი დიდი რეპტილიის სამშობლოა, ნილოსის ნიანგის.
  • კონტინენტის ჯუნგლებში ასევე შეიძლება შეხვდეთ მსოფლიოში უდიდეს პრიმატს, გორილას.
აფრიკის ცხოველები

 

 

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ და მოგვწეროთ თქვენი აზრი!