აგვისტოს ომი – რუსეთ-საქართველოს ომი

აგვისტოს ომი ანუ რუსეთ-საქართველოს ომი გაგრძელდა 1 აგვისტოდან 16 აგვისტომდე 2008 წელს. ის ასევე მოიხსენიება როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი. ბრძოლა მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე.

რუსული ძალით ზურგგამაგრებული ოს სეპარატისტებისგან რამდენიმე დღე განუწყვეტლივ მიმდინარეობდა საარტილერიო სროლები ქართული ჯარის მიმართულებით. 7 აგვისტოს ქართულმა სამხედროება ცადეს ცხინვალის ასაღები ოპერაციის შესრულება, რის შედეგადაც რუსეთმა პასუხად მასიურად შეიყვანა ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა ცხინვალში. ასევე პერიოდულად მიმდინარეობდა რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების დაბომბვა. ცხინვალის ბრძოლამ 3 დღე გასტანა, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და საქართველოს შიდა ტერიტორიაზე შეიჭრნენ. 5 დღე გაუჩერებელი ბრძოლების შემდეგ ქართულმა ჯარებმა უკან დაიხიეს, ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიები დატოვეს. ამ დროს რუსებმა დაიკავეს ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.

საფრანგეთის პრეზიდენტის, რომელიც გახლდათ ევროკავშირის თავმჯდომარე, შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 12 აგვისტოს, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

ბრძოლის მეთაურები:
რუსეთის მხარე:

დ. მედვედევი
ა. ხრულიოვი (58-ე არმია)
ვ. ბორისოვი (76-ე საჰაერო)
მ. კულახმეტოვი (სამშვიდობო)
ვ. შამანოვი (აფხაზეთი)
ვ. ლუნევი
ს. ბაგაფში

საქართველოს მხარე:

მ. სააკაშვილი
დ. კეზერაშვილი
ზ. გოგავა
ვ. მერაბიშვილი

 

 

აგვისტოს ომი
რუსეთის შეტევებისა და დაბომბვების რუკა 11 აგვისტოს მდგომარეობით

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ მოგვწეროთ თქვენი აზრი და გააზიაროთ!

 

მასალა გამოყენებულია ვიკიპედიიდან.

კომენტარები

კომენტარის დატოვება