თვითმკვლელობა

სუიციდი (Suicide), საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა.

ემილ დიურკემი

Image result for ემილ დიურკემი

პირველი ფრანგი კლასიკოსი სოციოლოგი, რომელმაც თვითმკვლელობ_ის სოციალური ბუნება აღმოაჩინა.

რატომ გადაწყვიტა ემილ დიურკემმა თვითმკვლელობის შესწავლა?

რადგან იგი თვლიდა,რომ თუ კი დაამტკიცებდა სოციოლოგიის როლს ამ წმინდა ინდივიდუალისტური ფაქტის,თვითმკვლელობის ახსნაში,მაშინ ეს სოციოლოგიას მისცემდა შანსს აკადემიურ სამყაროში აღიარებისათვის.

როგორც სოციოლოგი იგი არ ყოფილა დაინტერესებული გაეგო თუ რატომ იკლავდა კონკრეტული ინდივიდი თავს,მას აინტერესებდა თუ რატომაა,რომ ერთ ჯგუფს თვითმკვლელობის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს ვიდრე მეორეს.

დიურკემმა დაადგინა,რომ თვითმკვლელობას მთლიანად სოციალური მოვლენები,სოციალური ფაქტები განსაზღვრავს და ამის მიხედვით მან თვითმკვლელობის ტიპოლოგია მოახდინა და 4 კატეგორია გამოყო.

ესენია: 

¨ეგოისტური

¨ ალტრუისტული

¨ ანომიური

¨ ფატალისტური

ეგოისტური თვითმკვლელობა

სოციალური იზოლაციისა და  ინდივიდუ-ალიზმის შედეგი.

ალტრუისტული თვითმკვლელობა

ჯგუფის ან საზოგადოების უკიდურესი მიმდევრობის შედეგია.

ინდივიდი იძულებულია თავი მოიკლას, იქცევა ასე, რადგან თვლის რომ ეს მისი მოვალეობაა.

ანომიური თვითმკვლელობა

სოციალური ნორმების არარსებობის ე.წ. ანომიის მდგომარეობის შედეგია.

ფატალისტური თვითმკვლელობა

თვითმკვლელობა იმ მიზნით,რომ ადამიანმა თავი დააღწიოს გარდაუვალ მძიმე მომავალს.

მათი გრძნიბები ძალისმიერად არის დათრგუნული, მომავალი კი ჩაკეტილი.

Image result for თვითმკვლელი    ქალწულები

თვითმკვლელი    ქალწულები

ფილმში ნაჩვენებია როგორ იკლავს თავს ოთხი და,რომლებიც არ შეეგუენ მშობლების აკრძალვებს.

თვითმკვლელობის თითოეულ ტიპს დიურკემი უკავშირებდა საზოგადოებაში ინტეგრაციასა (კოლექტიური აზრის გაზიარების დონე)    და საზოგადოების მიერ რეგულაციას (გარე ზეგავლენა ხალხზე).

დიურკემისეული 4 ტიპის თვითმკვლელობის შეჯამება

ინტეგრაცია                                                                                                        რეგულაცია

¨დაბალი ეგოისტური თვითმკვლელობა                      ¨დაბალი ანომიური თვითმკვლელობა

¨მაღალი ალტრუისტული თვითმკვლელობა             ¨მაღალი ფატალისტური თვითმკვლელობა

დიურკემისეული თვითმკვლელობის ანალიზი დღემდე აქტუალურია,თუმცა შეიცვალა მთელი რიგი ფაქტორები და რისკჯგუფები,თვითმკვლელობა გაახალგაზრდავდა და გახშირდა

ყოველწლიურად მილიონი ადამიანი იკლავს თავს,ყოველი 40 წამის განმავლობაში საშუალოდ ერთი თვითმკვლელობა ხდება პლანეტაზე,ბოლო 45 წლის განმავლობაში კი 60%_ით გაიზარდა

ეს ეპიდემიაა,რომელიც პროგრესირებს

10 სექტემბერს მსოფლიომ თვითმკვლელობის პრევენციის საერთაშორისო დღე აღნიშნა.

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.