ირანში აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

4 მაისს, ხუთშაბათს ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გაზის გაჟონვის შედეგად გამოწვეულ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა გოლესტანის პროვინციაში.

ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფეთქებას ოცამდე მაღაროელი შეეწირა. ხოლო ირანის შრომის სამინისტრო აცხადებს, რომ დაღუპულების რიცხვმა შეიძლება 35-ს მიაღწიოს.