კორონა ვირუსი – კითხვა & პასუხი

1. რა არის კორონა ვირუსი?

კორონა ვირუსი, რომელსაც დროებით დაარქვეს COVID-19 , 2019 წლის ბოლოს ჩინეთში გამოვლინდა და ეს არის ახალი ტიპის კორონა ვირუსი, რომელიც აქამდე ადამიანებში არ ინდეტიფიცირებულა.

2. საიდან მოდის კორონა ვირუსი ?

ამ ვირუსის ძირითადი მატარებლები არიან ცხოველები და მათში მიმოიქცევიან, მაგრამ ცნობილია ისეთი კორონავირუსებიც, რომლების გადაცემა ადამიანებზეც ხდება.

ცხოველების ფართო სპექტრი კოროვირუსების წყაროა, მაგრამ კონკრეტული Covid-19-ის შინაური ცხოველიდან ადამიანზე გადაცემა იშვიათია. ამ ეპიდემიის ფონზე, აშშ-ში მხოლოდ 2 ძაღლისა და 2 კატის დაინფიცირება აღინიშნა.

ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი (MERS-CoV) წარმოიქმნა აქლემებისგან და მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) წარმოიშვა კატებით.

3. როგორ ვრცელდება ეს ვირუსი?

ცხოველი, როდესაც გადასცემს ვირუსს ადამიანს, მას შემდეგ იწყება ვირუსის გავრცელება ადამიანიდან-ადამიანზე.
როგორც ჩანს, ვირუსი ძირითადად გადადის რესპირატორული წვეთების, ცემინების ან ხველის საშუალებით.

4. რა არის კორონა ვირუსის ძირითადი სიმპტომები?

დაკვირვებების შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსი იწვევს გაციების მსგავს სიმპტომებს, როგორებიცაა:

  • ცხელება
  • ხველა
  • სუნთქვის გაძნელება
  • კუნთების ტკივილი
  • დაღლილობა

უარეს შემთხვევში ვითარდება მძინე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სეფსისი და სეპტიური შოკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაავადებულის გარდაცვალება. დაავადებისაგან უფრო დაუცველები არიან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.

5. ვინ არის უფრო მეტი რისკის ქვეშ?

ძირითადად, მცირეწლოვანი ბავშვები და ხანდაზმულები, ასევე ისეთი დაავადების მქონე ადამიანები, როგორებიცაა ჰიპერტენზია, გულის დარვევები, დიაბეტი, ღვიძლის დაავადებები და ა.შ.

ვინაიდან ეს არის ახლად აღმოჩენილი და განვითერბადი დაავადება, ჯერ არ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა ზუსტი გათვლების გაკეთება, თუ ვინ იქნებოდნენ უფრო მწვავე შედეგებისკენ მიდრეკილნი.

6. როგორ შეიძლება მკურნალობა?

ამ დაავადების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. კორონავირუსის მქონე პაციენტებთან სამკურნალოდ გამოიყენება კლინიკური სიმპტომების მკურნალობა (მაგ. ცხელების).

7. როგორ დავიცვათ თავი კორონა ვირუსისგან ?
  • მოერიდეთ დაავადებულ ხალხს
  • მოერიდეთ ისეთ ბაზრებსა და მარკეტებს, სადაც ბევრი ცოცხალი ან მკვდარი ცხოველია
  • ნუ გახვალთ ხალხმრავალ ადგილებში, რესტორნებში, კლუბებში, ბარებში ან მსგავს ადგილებში.
  • მოერიდეთ ხალხმრავალ მარკეტებს და დახურულ სივრცეებს.
  • ეცადეთ მაქსიმალურად დარჩეთ სახლში
  • დაიცავით ჰიგიენა
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით ან გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარი, განსაკუთრებით ცხოველთან კონტაქტის შემდეგ.

 

 

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! გისურვებთ ჯანმთელობას!
გაეცანით კორონა ვირუსის გავრცელების მთვლელს მსოფლიოს მასშტაბით