მარჯნის სასახლე

მარჯნის სასახლე გახლავთ გასაოცარი და მისტიური ქვის სტრუქტურები, რომლებიც ლატვიელ-ამერიკელმა ექსცენტრიკოსმა ედვარდ ლიდსკალნინმა შექმნა. სასახლე მდებარეობს ქალაქ ჰომსტერდთან, დიქსის გზადკეცილისა და SW 157 გამზირზირის კვეთაზე. სასახლის ნაგებობები შედგება უამრავი მეგალითრი ლოდისგან, რომელთა უმეტესობა ჩამოყალიბდა მარჯნის კირქვისგან. ლოდები რამდენიმე ტონას იწონიან და გასაოცარია ის ფაქტი, რომ ლიდსკალნინი მხოლოდ პრიმატულ იარაღებს იყენებდა მათ დასამზადებლად. ლოდები საშუალოდ 14 ტონას იწონიან, ხოლო მათგან ყველაზე დიდის წონა 27 ტონაა და ყველაზე დიდი სიმაღლე 7.6 მეტრი. ნაგებობას ხშირად ადარებენ პირამიდებს, სტოუნჰენჯს და ბერძნულ ტაძრებს. უამრავი ადამიანი მარჯნის სასახლეს საოცრებად აღიქვამს და ზოგისთვის ეს უბრალოდ სასწაულია.

 

მარჯნის სასახლე რუკაზე
მარჯნის სასახლე რუკაზე

დვარდ ლიდსკალნინი 26 წლის გახლდათ, როდესაც მას მასზე 10 წლით უმცროსი ლატვიელი აგნეს სკაფსი(ჰერმინა ლუსისი) შეუყვარდა. მაგრამ აგნესამ ედვარდი ქორწილის წინა დღეს მიატოვა. დადარდიანებული ედვარდი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამერიკაშივე მას ტუბერკულიოზის ბოლო სტატია აღმოაჩნდა, მაგრამ იგი საოცრად მოკლე დროში განიკურნა. თავად ამბობდა, რომ ეს მაგნიტების დამსახურებით მოახერხა.

განკურნების შემდეგ დაიწყო სასახლის მშენებლობა. მან 28 წელი მის მშენებლობაში გაატარა. იგი ძირითადად ღამით მუშაობდა. ედვარდ ლიდსკალნინის ეს გენიალური შედევრი მისი უკვდავი სიყვარულის საუკუნო მტკიცებულებაა აგნესასადმი.

ედვარდსი 1951 წლის დეკემბერში კუჭის სიმსივნით გარდაიცვალა.

 

ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ინტერნეტში მოიპოვება:
ვიდეო 1:

 

ფოტოები:
ყველაზე დიდი ქვა მარჯნის სასახლის ტერიტორიაზე. By Christina Rutz

 

მარჯნის სასახლე. By Christina Rutz

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ მეტი ინფორმაცია მარჯნის სასახლის ვებგვერდზე: coralcastle.com

 

ტექსტის შესადგენად მასალა გამოყენებულია ვიკიპედიიდან.

 

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ მოგვწეროთ თქვენი აზრი და გააზიაროთ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება