ქყვეყნები მდინარეების გარეშე

მდინარე წყლის ბუნებრივი ნაკადია, რომელიც ჩაედინება ტბაში, ზღვში ან ოკეანეში. მდინარეების უმეტესობა მთელი წლის განმავლობაში მიედინება, ზოგი კი მხოლოდ სეზონურია. მდინარეების ნახვა შეგიძლიათ მსოფლიოს ყველა კონტინენტის სხვადასხვა ტერიტორიებზე, მაგრამ არსებობს მრავალი ქვეყანა, რომელთაც მდინარე არ გააჩნიათ.

ბაჰამის კუნძულები

ბაჰამის კუნძულებს აქვს ტროპიკული სავანების კლიმატი. ამ სახელმწიფოს მრავალი ტბა გააჩნია, მაგრამ არა მდინარეები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბაჰამის კუნძულებზე უამრავი ნაკადია, რომლებიც მდინარეებს ჰგავს.

საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი უდიდესი სუვერენული სახელმწიფოა შუა აღმოსავლეთში და მეხუთე უდიდესია აზიის კონტინენტზე. იგი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა მდინარის გარეშე. საუდის არაბეთის მნიშვნელოვანი ნაწილი მთები, დაბლობები და მშრალი უდაბნოებია. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთში მუდმივი მდინარეები არ არის, სამაგიეროდ აქ მრავალი სეზონური ან პერიოდული მდინარეოა.

 

ლიბია

ლიბია ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაა, რომელიც მოიცავს 17299470 კვ კმ-ს. იგი სიდიდით მეთექვსმეტე ქვეყანა მსოფლიოში. ლიბია ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და მზიანი ქვეყანაა. მისი უდაბნო ქვეყნის უმეტესობას იკავებს და დედამიწაზე ყველაზე ცხელი და მშრალი ადგილია. ლიბიას მდინარეები არ გააჩნია.

 

ბაჰრეინი

ბაჰრეინი კუნძული სახელმწიფოა სპარსეთის ყურეში. ქვეყანა შედგება პატარა არქიპელაგისგან, რომელიც კონცენტრირებულია ბაჰრეინის კუნძულზე. ბაჰრეინი მდებარეობს საუდის არაბეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსა და ყატარის ნახევარკუნძულს შორის.  აქ მრავალი ტბა მდებარეობს, მაგრამ არ ვხვდებით მდინარეებს.

 

ქვეყნები მდინარეების გარეშე
წოდებაქვეყნები მდინარეების გარეშე
1ბაჰამის კუნძულები
2ბაჰრეინი
3კომორები
4კირიბატი
5ქუვეითი
6ლიბია
7მალდივები
8მალტა
9მარშალის კუნძულები
10მონაკო
11ნაურუ
12ომანი
13ყატარი
14საუდის არაბეთი
15ტონგა
16ტუვალუ
17არაბეთის გაერთიანებული საამიროები