სად არის ანხელის ჩანჩქერი?

ანხელის ჩანჩქერი, რომელიც ყველაზე მაღალი ჩანჩქერია მსოფლიოში მდებარეობს ქანაიმას ეროვნულ პარკში, ვენესუელაში, ბრაზიილიის და გაიანას საზღვრების მახლობლად.

1922 წლის 14 ნოემბერს ამერიკელი პილოტი ჯიმი ანხელი ასრულებდა სოლო გაფრენას ეშმაკის კანიონის თავზე რათა აღმოეჩინა ოქროს მადნის საბადოები. ფრენის დასრულების შემდეგ, როდესაც დაბრუნდა ის ამბობდა, რომ მან ნახა გასაოცარი ჩანჩქერი, რომელიც ერთი მილის სიმაღლიდან ეშვებოდა. მას არავინ დაუჯერა, როგორც ყოველთვის ხდება.

ოთხი წლის შემდეგ ის დაბრუნდა ვენესუელაში. ამჟამად მას უკვე თან ახლდნენ მისი ცოლი მარია ( ნავიგატორი) და ასისტენტები ანხელ დელგადო, გუსტავო ჰენი და ფელიქს ქარდონა.

ჩანჩქერი ანხელი

თავდაპირველად ჰენი და ქარდონა ეძებდნენ გზას, რომ დაესვათ თვითმფრინავი მთის წვერზე, რაც წარუმატებლად დასრულდა. მათ ამ ყველაფერს ორი კვირა მოანდომეს. ამის შემდეგ 1937 წლის 9 ოქტომბერს ექსპედიციის თვითმფრინავი ისევ აფრინდა აიუან-თოფუიდან.ამ პერიოდში ქარდონა დარჩა ბანაკში. ახლა უკვე ჯეიმზ ანხელი ცდილობდა თვითმფრინავის დასმას მთაზე, დაჭაობებულ მიწაზე, სადაც დასმისას დაემტვრათ თვითმფრინავის ბორბლები. ისინი ვერ ახერხებდნენ თვითმფრინავსი შეკეთებას და იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ ფეხით. სანამ ისინი დაბრუნდებოდნენ, ექსპედიციის ხელმძღვანელი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ თვითმფინავის ცხვირი ამოეღოთ ტალახიდან. ანხელი ვერ ეგუებოდა იმ იდეას, რომ თვითმფრინავი დაეტოვებინათ ასეთ მდგომარეობაში.
მათ ასევე გააკეთეს თვითმფრინავის ფრთაზე წარწერა “ჩვენ ვართ კარგად” თავისი ტანსაცმელებით და წავიდნენ. თერთმეტი დღე გასტანა მათმა სიარულმა და შემდეგ მიაღწიეს ინდურ დასახლებას. როგორც იქნა აქედან შეძლეს დაბრუნებოდნენ ცივლიზაციას ნავებით.

დაბრუნების შემდეგ, მათ შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა და ჩანჩქერს ჯეიმს ანხელის საპატივცემულოდ უწოდეს Salto Ángel (ანხელის ნახტომი). თვითმფრინავი 33 წლის გამავლობაში მთის წვერზე იდებდა ბინას ხოლო 1970 წელს ის გადაიტანეს საავიაციო მუზეუმში. ახლა კი თვითმფრინავი სიუდიდი ბოლივარის აეროპორტს ამშვენებს.

წარმოგიდგენთ 360 გრადუსიან გასაოცარ ვიდეოს, გაადიდეთ მთელს ეკრანზე და დატკბით ხედით:

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ, მოგვწეროთ თქვენი აზრი და მოიწონოთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი!

ტექსტის შესადგენად მასალა გამოყენებულია ამ ლინკიდან.