სტივ ჯობსი – ‘’ერთ დოლარად შეფასებული მილიარდერი’’

‘’ადამიანები შეძლებენ უდიდესი საქმეების აღსრულებას, თუ მათ შესაფერისი იარაღებით მოვამარაგებთ!’’ ეს სიტყვები კომპიუტერების მწარმოებელი მსოფლიოს უდიდესი კომპანიის დამაარსებელს სტივ ჯობსს ეკუთვნის.

საკმაოდ ცუდი ბავშვობა ჰქონდა… დედა ამერიკელი იყო, მამა სირიელი – ემიგრანტი. ბიოლოგიურმა მშობლებმა ბავში გააშვილეს. სტივი ჯობსების ოჯახმა იშვილა და მისი გვარიც აქედან მოდის.

ახირებული და მიზანსწრაფული ხასიათი სიყმაწვილიდანვე გამოავლინა. 12 წლისა იყო, როდესაც რადიოს აწყობა განიზრახა, საქვეყნოდ ცნობილი ფირმის “HP”- ს მფლობელს უილიამ ჰიულტერს დაურეკა და დეტალები სთხოვა.
ჰიულტერმა ბიჭის გაბედულება სათანადოდ შეაფასა, 20 წუთის განმავლობაში ესაუბრა და მისი თხოვნაც დააკმაყოფილა.
ამ შეხვედრამ განსაზღვრა სტივ
ჯობსის ბედი…

ის გაბედული იდეებითა და მარკეტინგული სვლებით აძლიერებდა ახლადდაწყებულ ბიზნესს!

სულ მალე პირველი პროდუქტიც შექმნა. ჩვეულებრივი ტელეფონისაგან ააწყო ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო ნებისმიერ კუთხესთან დაკავშირება, უფასოდ. ხელსაწყოს “BlueBox” დაარქვეს და პირველი ზარიც განახორციელეს – ჰენრი კისინჯერის სახელით რომის პაპს დაურეკეს. რამდენიმე ცალი გაყიდეს კიდეც – თითო 150 დოლარად, რაც 13 წლის ბიჭისთვის იმ დროს უზარმაზარი თანხა იყო.

სწავლით თავს არ იწუხებდა. როგორც იქნა, სკოლა დაასრულა და კოლეჯში მოეწყო, საიდანაც პირველივე სემესტრის დასრულებისთანავე გარიცხეს. მაინც საერთო საცხოვრებელში ათევდა ღამეს – მეგობრების ოთახებში ეძინა იატაკზე, დღისით კოკა-კოლას ცარიელ ბოთლებს აბარებდა.

მე არ მქონდა საკუთარი ოთახი და მეგობრებთან იატაკზე ვიწექი. ვაბარებდი „კოლას“ ბოთლებს 5 ცენტად, რათა საკვები მეყიდა. და ყოველ კვირას 7 მილს ფეხით გავდიოდი, რათა კვირაში ერთხელ კარგად მევახშმა კრიშნაიდების ტაძარში. ეს მშვენიერი იყო“

Apple. ჯობსის მეგობარი თავის პირველ კომპიუტერს ჰქმნის და მეგობრები აარსებენ ფირმას ‘’apple’’. სახელწოდება “Apple” ჯობსის ინიციატივით შეირჩა…
მათ სულ 200 მოდელი გაყიდეს თითოეულის ფასი კი 700 დოლარი იყო.
ისინი 24 წლის ასაკში უკვე მილიონრები ხდებიან.

“MICROSOFT-ის პრობლემა ისაა, რომ მათ არ აქვთ გემოვნება. არავითარი! ისინი შემოქმედებითად არ ფიქრობენ. მათ პროდუქთებს არ აქვს კულტურა”,-ამბობდა  კონკურენტზე ჯობსი.

30 წლის სტივ ჯობსს დირექტორთა საბჭო სამსახურიდან ათავისუფლებს. ამის მიზეზი ჯობსის მმართველობის ავტორიტარული სტილი გახდა.. 5 წლის შემდეგ ის ბრუნდება apple ში და მისი ხელფასი 1 დოლარია..

ამის შემდეგ იწყება ეიფლის ყველაზე წარმატებული ხანა

სტივ ჯობსს 2003 წელს მომაკვდინებელი დიაგნოზი დაუსვეს.. ბუდიზმის მიმდევარმა ოპერაციაზე უარი განაცხადა, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა რამაც მას სიცოცხლე 8 წლით შეუნარჩუნა.

არანაირი ინტერესი არა მაქვს, რომ სასაფლაოზე მწოლიარე ყველაზე მდიდარი მიცვალებული ვიყო. ვიცოდე, რომ რაღაც მშვენიერი შევქმენი – ეს არის ჩემი ცხოვრების არსი”

Image result for სტივ ჯობსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.