ფემინიზმი

 

ფემინიზმი — (ლათ.  femina, «ქალი») საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა.

ფემინიზმი მოიცავს სოციოლოგიურ თეორიებს, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ მოძრაობებს, რომლებიც ეხება ქალთა მდგომარეობას სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში.

არსებობს მრავალი სახის ფემინიზმი: ლიბერალური, რადიკალური,ლესბოსური, ეკოფემინიზმი, მარქსისტულ-სოციალური, ანარქისტული, ე.წ. შავი ფემინიზმი, ანტირასისტული, ეგალიტარული, კულტურული, ნეოფემინიზმი, პოსტკოლონიალური, ფსიქოანალიტიკური, ჰუმანური, პოსტსტრუქტურალისტური, პოსტმოდერნისტული და ა.შ

მათი საერთო მახასიათებელი და გამაერთიანებელი ღერძი კი ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობის მოთხოვნა და ზოგადად საზოგადოებისთვის, მათ შორის თვით ქალებისთვისაც, ცნობიერების ამაღლებაა.

ფემინისტური ხასიათის იდეები პირველად ძველ ჩინეთში გამოჩნდა, თუმცა მისი თეორიის ჩამოყალიბება მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყო. ამ თეორიის ჩამოყალიბების მთავარი ბიძგი 1776 წლის  „ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ და 1789 წლის „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ იყო, რომლებიც განმანათლებლობის ეპოქის ოპტიმიზმს ასახავს. მოგეხსენებათ მე-18 საუკუნე „განმანათლებლობის“ ეპოქად არის მიჩნეული, თუმცა იმ ეპოქის მოაზროვნეები ცნებაში „ადამიანი რაციონალური“ / „The man of reason” მხოლოდ მამაკაცებს გულისხმობდნენ. ქალებმა არაფრად ჩააგდეს იმ დროინდელი მოაზროვნეების : ვოლტერის, დიდროს, მონტესკიეს, რუსოს განსჯანი იმის თაობაზე, რომ ქალები არსებითად ემოციების ქმნილებები არიან და რომ მათ ბიოლოგიური თავისებურებების გამო არ შეუძლიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. სწორედ ეს ფაქტები მოიაზრება ფემინისტური აზროვნების ჩამოყალიბების მთავარ მიზეზად

ფემინისტების აქცია საქართველოში, თბილისში.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.