ხშირად დასმული კითხვები კონტინენტების შესახებ

დედამიწაზე შვიდი კონტინენტია – აფრიკა, ანტარქტიდა, აზია, ავსტრალია, ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და სამხრეთ ამერიკა. შესაბამისად ადამიანებს მათთან დაკავშირებით ხშირად უჩნდებთ კითხვები

ქვემოთ იხილავთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს:

გრენლანდია ევროპის ნაწილია?

გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ იგი დანიის დაქვემდებარებაშია (რომელიც ევროპაშია)


რამდენ კონტინენტს კვეთს ეკვატორი?

ეკვატორი კვეთს სამ კონტინენტს – სამხრეთ ამერიკას, აფრიკას და აზიას.


რომელ კონტინენტს ეკუთვნის ჩრდილოეთის პოლუსი?

არცეთს, ჩრდილოეთის პოლუსი შუა არქტიკულ ოკეანეშია.


სად არის ყველაზე დაბალი ადგილი ხმელეთის ზედაპირზე?

ყველაზე დაბალი ადგილი ხმელეთის ზედაპირზე არის მკვდარი ზღვა, იგივე მარილის ტბა. იგი მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულზე, ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე.


რომელ კონტინენტს ეკუთვნის ეგვიპტე?

ეგვიპტის უმეტესი ნაწილი აფრიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცაღა სინაის ნახევარკუნძული, რომელიც ეგვიპტის დაქვემდებარებაშია, აზიას მიეკუთვნება.


კუნძულები როგორებიცაა ახალი ზელანდია, ჰავაი და კარბის ზღვის კუნძულები განიხილებიან კონტინენტის ნაწილად?

ახალი ზელანდია არის ოკეანური კუნძული, რომელიც საკმაოდ დაშორებულია კონტინენტისგან, მაგრამ ხშირად ავსტრალია-ოკეანეთის ნაწილად განიხილება. ჰავაიც არ განიხილება კონტინენტის ნაწილად, რადგან ეს კუნძულების ჯაჭვი საკმაოდ შორსაა მიწის მასივისაგან. კარიბის ზღვის კუნძულები განიხლება გეოგრაფიული რეგიონის ნაწილად, რომელიც ცნობილია როგორც ჩრდილოეთ ამერიკა ან ლათინური ამერიკა.


ცენტრალური ამერიკა, რომელი კონტინენტის ნაწილია სამხრეთ თუ ჩრდილოეთ ამერიკის?

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის საზღვარი პანამასა და კოლუმბიის გამყოფ საზღვარს ემთხვევა, შესაბამისად პანამა და ქვეყნები ჩრდილოეთით არის ჩრდლიოეთ ამერიკა, ხოლო კოლუმბია და ქვეყნები სამხრეთით არის სამხრეთ ამერიკა.

 

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ და მოგვწეროთ თქვენი აზრი!

კომენტარები