ქალაქები

5 რამ, რაც უნდა მოინახულო ბარსელონაში

კატალონიის დედაქალაქი და ესპანეთის მეორე ქალაქი, ბარსელონა შეუდარებელი ადგილია. იგი ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ქალაქია თავისი გასაოცარი იდენტურობით. ეს ყველაფერი მეოცე საუკუნის ხელოვანების და არქიტექტორების დამსახურებაა, რომლის ნათელი მაგალითიც ანტონიო გაუდია, მან შექმნა ისეთი დაუვიწყარი ნაგებობები და შენობები, რომელთა მსგავსსაც მსოფლიოს გარშემო ვერსად ნახავთ.

ბარსელონაში ყველა კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან ქალაქს ბევრი რაიმეს შემოთავაზება შეუძლია. აქ მდებარეობს საუკეთესო რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, ხშირია კულტურული ღონისძიებები და ა.შ. აქვე იხილავთ სუფთა სანაპიროებს და მსოფლიო კლასის ღამის ცხოვრებას.

ახლა კი გადავხედოთ ადგილებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოვინახულოთ:

1. ლას-რამბლას
წყარო: flickr

თუ თქვენ ტურისტი ბრძანდებით, ეს ერთ-ერთი პირველი ადგილია, რომელსაც უნდა ეწვიოთ. გასაოცარი ქუჩა მაღალი ფოთლოვანი ხეებით, ქუჩის ხელოვანებით, ყვავილებისა და ფრინველების გამყიდველებით ნამდვილად კარგ განწყობას შეგიქმნით.

 

2. საგრადა-ფამილია
წყარო: wikimedia

ეს ის ადგილია, საიდანაც თქვენი თავგადასავალი იწყება ბარსელონასა და ანტონიო გაუდის გასაოცარ ნამუშევრებში.

საგრადა ფაიმილია თითქმის საუკუნის განმავლობაში შენდებოდა!

მისი მშენებლობა დაიწყო 1882 წელს და როდესაც გაუდი გარდაიცვალა, 1926 წელს, ბაზილიკის მხოლოდ მეოთხედი იყო დასრულებული. ვარაუდობენ, რომ მშენებლობა 2026 წელს დასრულება.

3. კასა-ბატლო
წყარო: flickr

ეს კიდევ ერთი გასაოცარი ნაგებობაა ანტონიო გაუდის ნამუშევრებიდან.

ნაგებობა, რომელიც ახლა კასა-ბატლოს სახელითაა ცნობილი, აშენებულია 1877 წელს.

4. ქალაქის სანაპირო.
წყარო: TheCrazyTourist

160 კილომეტრზე მეტი სუფთა და მოწესრიგებული სანაპირო ზოლი ბარსელონას სანაპიროს მოყვარულების საოცნებო ქალაქად აქცევს.

5. ლა-ბოქერია, ესპანური ბაზარი? 
წყარო: flickr

ბოქერიას ბაზარი ბარსელონაში შუა საუკუნეებიდან არსებობს, ხოლო კონკრეტულად ამ ადგილას მას 200 წლის ისტორია გააჩნია.

 

რა თქმა უნდა, ბარსელონაში აღმოსაჩენი და სანახავი ადგილი უამრავია, ეს მხოლოდ ჩემი ფავორიტი ადგილების ჩამონათვალია.

 

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან!