ეროვნული პარკები

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი – ფლორა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მთავარ სიმდიდრეს წარმოადგენს ტყე, რომელსაც ეროვნული პარკის 75% უკავია. პარკში დაცულია კავკასიის შერეული ტყეების ხელუხლებელი მონაჯკვეთები. ასევე აქ გვხვდება უნიკალურიმ რელიქტური კოლხური ტყეების ფრაგმენტებიც. ეროვნული პარკის დაახლოებით მეოთხედი სუბალპურ და ალპურ მდელოებს, ასევე, დეკიანს ანუ რელიქტური კავკასიური როდოდენდრონის არყებს უჭირავს. ამასთან, აქ არის თავმოყრილი წმინდა ნაძვნარების  და ფიჭვნარების მასივები, რომლებიც ზღვის დონიდან 1400-1800 მ-ის ფარგლებშია გავრცელებული. ყველა ტყის შემქმნელი წიწვოვანი კავკასიის ენდემია: აღმოსავლური ნაძვი, კავკასიური სოჭი და კავკასიური ფიჭვ . ფართოფოთლოვანებიდან ქვედა სარტყლებში ქართული მუხა და რცხილა ჭარბობს , ზედა სარტყლებში – წიფელი; ხშირია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლი და სხვ. ეს სახეობების სხვადასხვა სარტყლებსა და ჰაბიტატებში მრავალგვარ კომბინაციებს ქმნიან. ტერიტორიაზე აქა-იქ გვხვდება სუბალპური ტანბრეცილი არყნარებიც. საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ ხემცენარეთა სახეობებიდან, წაბლის გარდა, გვხვდება უხრავი, ჯონჯოლი, აღმოსავლური მუხა, შიშველი თელადუმა. ტიპური ტენიანი კოლხური ტყისათვის დამახასიათებელი მესამეული რელიქტური სახეობებიდან გვხვდება ბუჩქები – შქერი, იელი, წყავი, ჭყორი, ასევე კოლხური სურო და სხვა. დაცული ტერიტორიების მდებარეობამ ირანულ-ანატოლიური ეკორეგიონების ზღვარზე, გამოიწვია მისი სამხრეთული სახეობებით სიმდიდრე, როგორიცაა: კავკასიური აკაკი, ხუჭუჭა მაჩიტა, ცრუაღმოსავლური ყაყაჩო და სხვ.

 

ტყის მდგომარეობა 21 აგვისტოს, 2017წ. ვიდეო სოციალური ქსელიდან :

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ და მოგვწეროთ თქვენი აზრი!

ტექსტის შესადგენად მასალა გამოყენებულია ვიკიპედიიდან.