დედამიწას გააჩნია სამი გეოსფერო: დედამიწის ქერქი, მანტია და ბირთვი. ეს გეოსფეროები გამოყოფილია სეისმური ტალღების გავრცელების მეშვეობით. საზღვარს ქერქსა და მანტიას შორსი მოჰოროვიჩიჩის ზედაპირი ეწოდება. საზღვარს მანტიასა და ბირთვს შორის გუტენბერგის ზედაპირად იწოდება.
ქერქის მინიმალური სისქე ოკენეებში ფიქსირდება, მაქსიმალური ნაოჭა მთებში, ხოლო საშუალო ვაკე ადგილებში.
მანტიაში ორ ნაწილს გამოყოფენ: ზედა და ქვედა მანტიას. ზედა მანტიაში სამი ფენა გამოიყოფა, რომელთაგან კანსაკუთრებით შუა ასთენოსფეროა. იგი პლასტიურია. ასთენსფეროს თავზე მდებარე ზედა მანტიის მყარ ნაწილს დედამიწის ქერქთან ერთად ლითოსფეროს უწოდებენ.
ბირთვი დედამიწის გულში (ცენტრში) მდებარე სფეროა. იგი ორი ნაწილისაგან შედგება: შიგა და გარე ბირთვი. გარე ბირთვი თხევადია, შიდა მყარი. ბირთვი ძირითადად რკინისა და ნიკელისაგან შედგება.
იხილეთ ასევე:
სწრაფი ფაქტები დედამიწის შესახებ