ესპანეთი არის ქვეყანა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში იბერიის ნახევარკუნძულზე, საფრანგეთისა და ანდორას სამხრეთით და პორტუგალიის აღმოსავლეთით. მას გააჩნია სანაპირო ზოლი ბიშკეის (ატლანტის ოკეანის ნაწილი) და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ესპანეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი მადრიდია. ქვეყანა ცნობილია თავისი ხანგრძლივი ისტორით, უნიკალური კულტურით, ძლიერი ეკონომიკითა და ცხოვრების მაღალი სტანდარტებით.
დღეს ესპანეთს მართავს საკონსტიტუციო მონარქია, რომელიც შედგება სახელმწიფოს მეთაურის (მეფე ფილიპე IV) და მთავრობის მეთაურისაგან (პერემიერ-მინისტრი). ქვეყანა დაყოფილია 17 ავტონომიურ დასახლებად –
ანდალუსია, არაგონი, ასტურია, ბალეარის უნძულები, ბასკეთი, გალისია, ესტრემადურა, ვალენსია, კანარის კუნძულები, კანტაბრია, კასტილია-ლა მანჩა, კასტილია და ლეონი, კატალონია, ლა რიოხა, მადრიდი, მურსია, ნავარა, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე 2 ავტონომიური ქალაქი – სეუტა და მელილია.
ესპანეთს აქვს ძლიერი ეკონომიკა, რომელიც ითვლება შერეული კაპიტალისტურად. ქვეყანას აქვს მსოფლიოში მე-12 უდიდესი ეკონომიკა. იგი ცნობილია ცხოვრების მაღალი სტანდარტით და ხარისხით. ესპანეთის ძირითად საწარმოებს წარმოადგენენ ქსოვილები და ტანსაცმელი, საკვები და სასმელი, ლითონი და ლითონის წარმოება, ქიმიკატები, გემთმშენებლობა, ავტომობილები, თიხა და ცეცხლგამძლე პროდუქტები, ფეხსაცმელი, ფარმაცევტული და სამედიცინო აღჭურვილობა
ისინი ასევე სოფლის მეურნეობასაც დიდ ყურადღებას აქცევენ. ამ ინდუსტრიაში ძირითადად აწარმოებენ მარცვლეულს, ბოსტნეულს, ზეთისხილს, ღვინოსა და ყურძენს, შაქრის ჭარხალს, ციტრუსს, საქონლისა და ღორის ხორცს, ასევე რძის პროდუქტებსა და თევზსს.
ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების სფეროები ესპანეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.
რაცშეეხება ესპანეთის კლიმატს, აქ ცხელ ზაფხულსა და ცივ კონტინენტურ და ღრუბლიან ზამთარს შევხვდებით. მადრიდი ესპანეთის ცენტრში მდებარეობს და აქ საშუალო ტემპერატურა არის – იანვარში 3˚C, ივლისში 31˚C .
გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან!
იხილეთ ასევე: