სახელი იტალია მოდის ლათინური სიტყვისგან “Italia”, რომელიც მოიხსენიებდა რომის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას, მოგვიანებით კი სახელი იტალიის ნახევარკუნძულს დაერქვა. იტალიის ორიგინალის ახელი იწერებოდა, როგორც ვიტალია (Vitalia). ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ ეტიმოლოგიურად სახელი შეიძლება მოდიოდეს ოსკანური სიტყვისგან ვიტელიუსგან, რომელიც მესაქონელობას აღნიშნავს.
კორდინატები: 42 50 N, 12 50 E
იტალია არის ნახევარკუნძული, რომელიც სამხრეთ ევროპიდან ხმელთაშუა ზღვაში ვრცელდება. დასავლეთის მხრიდან გარშემორტყმულია ლიგურიის, სარდინიული და ტირენიის ზღვებით, სამხრეთით სიცილიის ზღვა და იონიის ზღვა, ხოლო აღმოსავლეთით ადრიატიკის ზღვა.
(ჩამონათვალი სიდიდის მიხედვით)
იტალიაში არის ორი მთავარი მთათა სისტემა, ალპები და აპენინები. უმაღლესი მთა არის მონბლანი (4.807 მ.), რომელიც მდებარეობს ალპებში.
საზღვარისჯამური სიგრძე: 1.836.4 კმ.
ესაზღვრება ექვს ქვეყანას: ავსტრია (404 კმ.); საფრანგეთი (467 კმ.); ვატიკანი (3.4 კმ.); სან-მარინო (37 კმ.); სლოვენია (218 კმ.); შვეიცარია (698 კმ.);
იხილეთ ასევე: