კორონა ვირუსი, რომელსაც დროებით დაარქვეს COVID-19 , 2019 წლის ბოლოს ჩინეთში გამოვლინდა და ეს არის ახალი ტიპის კორონა ვირუსი, რომელიც აქამდე ადამიანებში არ ინდეტიფიცირებულა.
ამ ვირუსის ძირითადი მატარებლები არიან ცხოველები და მათში მიმოიქცევიან, მაგრამ ცნობილია ისეთი კორონავირუსებიც, რომლების გადაცემა ადამიანებზეც ხდება.
ცხოველების ფართო სპექტრი კოროვირუსების წყაროა, მაგრამ კონკრეტული Covid-19-ის შინაური ცხოველიდან ადამიანზე გადაცემა იშვიათია. ამ ეპიდემიის ფონზე, აშშ-ში მხოლოდ 2 ძაღლისა და 2 კატის დაინფიცირება აღინიშნა.
ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი (MERS-CoV) წარმოიქმნა აქლემებისგან და მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) წარმოიშვა კატებით.
ცხოველი, როდესაც გადასცემს ვირუსს ადამიანს, მას შემდეგ იწყება ვირუსის გავრცელება ადამიანიდან-ადამიანზე.
როგორც ჩანს, ვირუსი ძირითადად გადადის რესპირატორული წვეთების, ცემინების ან ხველის საშუალებით.
დაკვირვებების შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსი იწვევს გაციების მსგავს სიმპტომებს, როგორებიცაა:
უარეს შემთხვევში ვითარდება მძინე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სეფსისი და სეპტიური შოკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაავადებულის გარდაცვალება. დაავადებისაგან უფრო დაუცველები არიან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.
ძირითადად, მცირეწლოვანი ბავშვები და ხანდაზმულები, ასევე ისეთი დაავადების მქონე ადამიანები, როგორებიცაა ჰიპერტენზია, გულის დარვევები, დიაბეტი, ღვიძლის დაავადებები და ა.შ.
ვინაიდან ეს არის ახლად აღმოჩენილი და განვითერბადი დაავადება, ჯერ არ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა ზუსტი გათვლების გაკეთება, თუ ვინ იქნებოდნენ უფრო მწვავე შედეგებისკენ მიდრეკილნი.
ამ დაავადების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. კორონავირუსის მქონე პაციენტებთან სამკურნალოდ გამოიყენება კლინიკური სიმპტომების მკურნალობა (მაგ. ცხელების).