მდინარეებისაინტერესო ფაქტებიჰიდროგრაფია

ქყვეყნები მდინარეების გარეშე

მდინარე წყლის ბუნებრივი ნაკადია, რომელიც ჩაედინება ტბაში, ზღვში ან ოკეანეში. მდინარეების უმეტესობა მთელი წლის განმავლობაში მიედინება, ზოგი კი მხოლოდ სეზონურია. მდინარეების ნახვა შეგიძლიათ მსოფლიოს ყველა კონტინენტის სხვადასხვა ტერიტორიებზე, მაგრამ არსებობს მრავალი ქვეყანა, რომელთაც მდინარე არ გააჩნიათ.

ბაჰამის კუნძულები

ბაჰამის კუნძულებს აქვს ტროპიკული სავანების კლიმატი. ამ სახელმწიფოს მრავალი ტბა გააჩნია, მაგრამ არა მდინარეები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბაჰამის კუნძულებზე უამრავი ნაკადია, რომლებიც მდინარეებს ჰგავს.

საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი უდიდესი სუვერენული სახელმწიფოა შუა აღმოსავლეთში და მეხუთე უდიდესია აზიის კონტინენტზე. იგი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა მდინარის გარეშე. საუდის არაბეთის მნიშვნელოვანი ნაწილი მთები, დაბლობები და მშრალი უდაბნოებია. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთში მუდმივი მდინარეები არ არის, სამაგიეროდ აქ მრავალი სეზონური ან პერიოდული მდინარეოა.

 

ლიბია

ლიბია ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაა, რომელიც მოიცავს 17299470 კვ კმ-ს. იგი სიდიდით მეთექვსმეტე ქვეყანა მსოფლიოში. ლიბია ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და მზიანი ქვეყანაა. მისი უდაბნო ქვეყნის უმეტესობას იკავებს და დედამიწაზე ყველაზე ცხელი და მშრალი ადგილია. ლიბიას მდინარეები არ გააჩნია.

 

ბაჰრეინი

ბაჰრეინი კუნძული სახელმწიფოა სპარსეთის ყურეში. ქვეყანა შედგება პატარა არქიპელაგისგან, რომელიც კონცენტრირებულია ბაჰრეინის კუნძულზე. ბაჰრეინი მდებარეობს საუდის არაბეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსა და ყატარის ნახევარკუნძულს შორის.  აქ მრავალი ტბა მდებარეობს, მაგრამ არ ვხვდებით მდინარეებს.

 

ქვეყნები მდინარეების გარეშე
წოდება ქვეყნები მდინარეების გარეშე
1 ბაჰამის კუნძულები
2 ბაჰრეინი
3 კომორები
4 კირიბატი
5 ქუვეითი
6 ლიბია
7 მალდივები
8 მალტა
9 მარშალის კუნძულები
10 მონაკო
11 ნაურუ
12 ომანი
13 ყატარი
14 საუდის არაბეთი
15 ტონგა
16 ტუვალუ
17 არაბეთის გაერთიანებული საამიროები