მოუფრთხილდი გარემოს!

 

მოვუფრთხილდეთ გარემოს მეგობრებო!

მე ახლა არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, რომ ხეებით გადავავსოთ ჩვენი ქალაქი (რადგან ეს ისედაც აქტუალური თემაა) ან უარი ვთქვათ ბევრ თანამედროვე ტექნოლოგიაზე, რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს. მაგრამ ვეცდები რამოდენიმე მარტივი რჩევა მოგცეთ, რომელიც ნამდვილად წაადგება და გააუმჯობესებს გარემოს თქვენს გარშემო.

ჯერ გადავხედოთ საინტერესო ვიდეოს დღევნადელ რეალობაზე:

ეცადე ბრბოს უგუნურმა საქციელმა არ იოქნიოს შენზე გავლენა. არ იფიქროთ ისე თითქოს – ის თუ არ უფრთხილდება გარემოს, ყრის ნაგავს და ა.შ. მე რატომ მოვუფრთხილდე?! ის ხომ მაინც ყრის ნაგავს?!

არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი, რომ მცირე, მზრუნველ ადამიანთა ჯგუფს შეუძლიათ მსოფლიოს შეცვლა!

როდესაც გარემოს უფრთხილდები ამით პარალელურად შენ უფრთხილდები შენს და არა მარტო შენს ჯანმთელობას, მომავალს, მომავალი თაობის კეთილდღეობას და ა.შ.

ვეცდები რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რომელიც შეაჩერებს გარემოს დაბინძურებას:

1. ეცადეთ თავი აარიდოთ სარეკლამო ფლაერებს – წარმოიდგინეთ რამდენი ხე იჭრება იმ ფურცლისთვის, რომელსაც ძალით გვაჩეჩებენ და ხშირად ყურადღებასაც არ ვაქცევთ ისე მოვისვრით ნაგავში. ძალიან კარგი იქნებოდა ამ ყველაფერს რაიმე რეგულაცია, რომ ჰქონდეს კანონის ფარგლებში.

2. კარგი იქნება თავი ავარიდოთ ჩამოსხმული წყლის ყიდვას.  ვეცადოთ გამოვიყენოთ მრავალჯერადი ჭურჭელი, რომლის შევსებასაც შევძლებთ.

3. რა თქმა უნდა შევეშვათ სიგარეტის მოწევას! ვიცი, რომ ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი ეს სიტყვები, მაგრამ გავიმეორებ კიდევ ერთხელ. სიგარეტის მოწევა არ გაზიანებთ მხოლოდ თქვენ ან თქვენს გარშემომყოფებს. ის უფრო მაშტაბურ დაბინძურებას იწვევს. მილიონობით სიგარეტის ნამწვი იყრება ძირს ყოველდღიურად, ბინძურდება ადგილები სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ბინძურდება წყალი, რომელსაც ჩვენ ვსვავთ!

4. გამოიყენე იმდენი ელექტრო ენერგია რამდენიც გჭირდება! ეს არა მარტო გარემოს არამედ თქვენს ჯიბესაც წაადგება. ნაკლები ელექტრო ენერგიის მოხმარებით თქვენ ამცირებთ ელექტროენერგიით გამოწვეული ტოქსიკურ შერწყმას, იცავთ დედამიწის ბუნებრივ რესურსს და ეკოსისტემას.

5. ეკონომიურად მოიხმარეთ საწვავი! ბენზინისა და დიზელის წვისას გამოიყოფა ნახშიროჟანგი, რომელსაც ერთ-ერთი მთავარი როლი უჭირავს გლობალური კლიმატის ცვლილებაში. ასევე ნავთობი არის ამოწურვადი რესურსი და დროთა განმავლობაში მისი მოპოვება უფრო და უფრო გართულდება. ანუ ნაკლები საწვავის მოხმარებისას ჩვენ ვუფრთხილდებით გარემოს, ბუნებრივ რესურსებს და ჩვენს ჯიბეს.

6. უარი ვთქვათ პოლიეთილენის პარკზე! დამეთანხმებით, რომ საყიდლებზე გასვლისას არაა რთული თან გავიყოლოთ ნაჭრის ხელჩანთა, რომელშიც მოვათავსებთ პროდუქტს და მრავალჯერადად გამოვიყენებთ.

7. შევიძინოთ ადგილობრივი ჯანსაღი პროდუქტი! იმპორტირებულ და დამუშავებული პროდუქტი ხარჯავს ბევრ ენერგიას, დამუშავების პროცესში და ასევე ტრანსპორტირებისას.

8. დაზოგეთ წყლის მოხმარება. მტკნარი წყლის მოხმარების დონე იმაზე მეტია ვიდრე დედამიწას შეუძლია მისი შევსება.

9. გამოიყენეთ კერამიკული ჭიქები – პლასტმასის, ქაღალდისს თუ სტიროფომის ჭიქების ნაცვლად. ამით ჩვენ ვუფრთხილდებით გარემოს და ასევე ჩვენს ჯიბეს, რადგან კერამიკული ჭიქები მრავალჯერადი გამოყენებისაა.1

10. დავაპრინტეროთ ნაკლები! როდესაც აუცილებლობა მოითხოვს, რომ ამოვბეჭდოთ, მაშინ კი ვეცადოთ დავაბეჭდოთ ქაღალდის ორივე მხარეს.

ეს იყო ათი რჩევა, რომელიც უცებ მომაფიქრდა. ასევე არსებობს ბევრი გზა თუ როგორ  მოვუფრთხილდეთ გარემოს!

დაიცავი გარემო, ხოლო გარემო დაიცავს შენს მომავალს და ჯანმთელობას!

 

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ მოგვწეროთ თქვენი აზრი, გააზიაროთ და მოიწონოთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი!

ფოტოების დელტა: ფოტო 1