ციხესიმაგრეები

სად არის არშის ციხე ?

არშის ციხე მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშის მახლობლად. მას ჩრდილოეთით აქვს დაცვის რთული სისტემით აღჭურვილი კარიბჭე. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ნაგებობებს შორის უძველესია IX-X საუკუნეების უაფსიდო ეკლესია. სათოფურებიანი ციხის გალავანი დაახლოებით XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისისაა. XVIII საუკუნეში ეკუთვნოდა ზურაბ არაგვის ერისთავს. ამ დროს მას ხევის ციხესაც უწოდებდნენ.

 

არშის ციხე რუკაზე

არშის ციხე ისეთ ადგილასაა, რომ თითქმის მიუდგომელ ადგილად ითვლება. ხოლო საიდანაც მტერს შეეძლო შეღწევა ის ადგილები კი ქის სქელი კედლებით გაუმაგრებიათ.  მისკენ ერთადერთი გზა(ბნელი ძნელად ასასვლელი ბილიკი) სოფელ არშის გავლით მიდის.ციხესიმაგრის გალავანში ჩატოვებულია სათოფურები და ციხის შიგნით რამდენიმე ათასი კაცის დატევა შეიძლებოდა.

ციხის სამხრეთ დასავლეთით მდებარეობს ეკლესია ეკლესია და ასევე შემორჩენილია საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, ციხეში ასევე გაყვანილი იყო გვირაბი. აქვე შევხვდებით წყალსადენს, წმინდა გიორგის ხატს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე გასაოცარ ფოტოს და ვიდეოს რომელიც ინტერნეტში მოიპოვება:

არშის ციხე

ქართულ პოეზიაში გვხვდება ლექსებიც არშის ციხეზე:

არშის ციხეო მაგარო,
ნაშენო თლილის ქვისაო
თოფების სროლა მაისმის
აღელვებული მტრისაო.

მოხევეთ ხალხის დამცველო
მაგრა მჭირველო გზისაო
შენის ციხობის სიმაგრით
მტერი მკვდრად გდია ძირსაო.

ბევრს დარჩა შენგნით სახელი
მანდ საბაურის შვილსაო,
უნაგირაზე ასულსა
ქვა თავში დაჰკრა გმირსაო

საითით ჩამოვარდნილა
კვნესა დაიწყო ძირსაო,
შეშინებული მტრის ჯარი
ქოით ჭალაჩი რბისაო.

ციხიდან კვნესა მოისმის
ორის დაჭრილის ძმისაო
შორიდან გამონასროლი
ისარი მოხვდა მტრისაო.

ბევრჯერ გვიხოცავს ლეკები
მტერს კიდევ ვაჭმევთ ჭირსაო,
სუყველას რომ დაავიწყდეს
სამშობლო თავის გზისაო…

ეს ლექსი ცხვარში დავწერე,
ციხისკენ მქონდა თვალია,
სახელი გითხრათ ნადირა,
ლაზარეს წყემსი ვარია:
ვწერდი და მაგონდებოდა
მშივრად არ დამრჩეს ცხვარია…

“ციხესიმაგრეები საქართველოში”

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ და მოიწონოთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი!

ფოტოების დელტა: წყარო 1, წყარო 2.

ტექსტის შესადგენად გამოყენებულია მასალა ვიკიპედიიდან, dzeglebi.ge-დან და ამ ლინკიდან.