ათწლეულების განმავლობაში რუსეთში გავრცელდა ხმები, რომ იოსებ სტალინს ჰყავდა “ტყუპი”. ამბობდნენ, რომ სტალინს იგი გარკვეულ სიტუაციებში ცვლიდა. სტალინის სიკვდილიდან ათწლეულების შემდეგ როგორც იქნა გადაწყვიტა მისმა ორეულმა 88 წლის ასაკში, რომ ალაპარაკებულიყო. ფელიქს დადაევი გახლდათ მოცეკვავე და ჟონგლიორი მანამ სანამ კრემლმა მას სტალინის ორეულად მუშაობა არ შესთავაზა. ის ნახევარ საუკუნეზე მეტი ჩუმად იყო, რადგან ამ საიდუმლო ინფორმაციის გაცემისთვის შეიძლება სასიკვდილო განაჩენი გამოეტანათ მისთვის. ფელიქს დადაევი განმარტავს, რომ ის იყო ერთ-ერთი ოთხი სტალინის ორეულიდან, რომლებიც მას ანაცვლებდნენ საჯარო გამოსვლებისას, გადაცემებში მონაწილეობისას და ა.შ.
დადაევი დაიბადა კავკასიის მაღალმთიან რეგიონში, დაღესტანში. მისი დაბადების შემდეგ მისი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად გროზნოში, ჩეჩნეთში, და სწორედ აქ ფელქისმა დაიწყო ბალეტის შესწავლა.
20 წლის დადაევი სტალინზე ბევრად ახალგაზრდა იყო, მაგრამ მაკიაჟის წყალობით ახერხებდნენ, რომ 60 წლის სტალინს დამსგავსებოდა.”ჩვენ იმდენი ტანჯვა გვქონდა გამოვლილი, რომ მკვეთრად ასაკოვნად გამოვიყურებოდი” – აცხადებს დადაეივი. თავიდან სტალინი პირადად უტარებდა სწავლებებს თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, შემდეგ კი როგორც ამბობენ მას და დანარჩენ სამ ორეულს მსახიობი ალექსეი დიქი ამზადებდა. ისინი ასევე სტალინის პროპაგანდისტულ ფილმებშიც იღებდნენ მონაწილეობას.
მედიაში გამოსვლებისას მის ასაკში ფელიქსს არ ჰქონდა სტალინის მსგავსი ხმა, მაგრამ გარეგნობით და მიმიკებით ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. ფელიქსი ამბობს, რომ სტალინიც კმაყოფილი იყო მისი გარეგნობით, ერთადერთი რაც შეიძლება არ მოსწონებოდა ეს იყო მისი ყურები, რადგან მას შედარებით მცირე ზომის ყურები ჰქონდა.
გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ მოგვწეროთ თქვენი აზრი, გააზიაროთ და მოიწონოთ ჩვენი ფეისუქ გვერდი!