კულტურა

ქართული სიმღერები. (qartuli simgerebi)

ქართული სიმღერები:

სიმღერა გახლავთ მუსიკალური კომპოზიცია, რომლიც ტექტს შეიცავს.

სიმღერის შექმნის ბევრი გზა არსებობს. ზოგი ადამიანი სხვებთან ერთად ქმნის ჯგუფს, თხზავს და წერს სიმღერას რათა ფული იშოვოს. აგრეთვე არსებობს ხალხური სიმღერა. ხალხური სიმღერები თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემიან, ამიტომ ისინი ხშირად იცვლებიან, ვრცელდება მათი რამდენიმე ვარიანტი და ავტორის ვინაობა უცნობი რჩება.სიმღერის კიდევ ერთი გავრცელებული ფორმაა პაროდია. პაროდიის ავტორები ხშირად ცვლიან ტექსტს, მაგრამ მელოდიას უცვლელს ტოვებენ. ამდაგვარი ტიპის სიმღერები იქმნება ხალხის გასამხიარულებლად.

სიმღერას ხშირად უძახიან ისეთ მუსიკალურ კომპოზიციასაც რომელიც ტექსტს არ შეიცავს და მხოლოდ ინსტრუმენტებისხმითაა გაჯერებული.

ქართული სიმღერები:

თბილისო — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული სიმღერა.

მელოდიის ავტორია რევაზ ლაღიძე, ტექსტის ავტორი პეტრე გრუზინსკი. სიმღერა დაიწერა 1959 წელს ფილმისათვის, რომელიც თბილისის 1 500 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

1974 წელს ცნობილმა საბჭოთა ხმის ჩამწერმა სტუდიამ „მელოდიამ“ გამოუშვა ორი გრამფირფიტა ანსამბლ „ორერას“შესრულებით, რომელშიც შევიდა სიმღერა „თბილისო“. ამის შემდეგ სიმღერა იქცა საკავშირო შლიაგერად. 1976 წელს ნანი ბრეგვაძემ იგი შეასრულა ფესტივალზე „სიმღერა-76“. (Wikipedia)
[showhide]
“თბილისო” ტექსტი:
ნეტავ სად არის კიდევ ცა,
უძიროდ ლურჯი, ხალასი,
სწორედ ისეთი, როგორც შენია.
ნაიარევი წარსულის,
ნანგრევი ნარიყალასი,
ჭაღარასავით შემოგრჩენია.

თბილისო – მზის და ვარდების მხარეო,
უშენოდ – სიცოცხლეც არ მინდა,
სად არის სხვაგან ახალი ვარაზი,
სად არის ჭაღარა მთაწმინდა.

ჩაივლი მტკვართან ხეივანს
და გაზაფხულის მაყრები
მეგებებიან მწვანე ჭადრები.
აქ არ იმღერო, ძნელია,
აქ ხომ ფოთლებიც მღერიან
და ცაც ფირუზზე ლურჯი ფერია.

თბილისო – მზის და ვარდების მხარეო,
უშენოდ – სიცოცხლეც არ მინდა,
სად არის სხვაგან ახალი ვარაზი,
სად არის ჭაღარა მთაწმინდა
[/showhide]

სულიკო“ — ქართული პოპულარული სიმღერა. ლექსის ავტორი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელია, მუსიკის ავტორი —ბარბარა (მოფერებით–ვარინკა) წერეთელია. სიმღერა დაიწერა 1895 წელს და თარგმნილია რამდენიმე ენაზე, მათ შორის ყველაზე პოპულარულია რუსულად, პოლონურად, ინგლისურად.  (Wikipedia)

[showhide]
“სულიკო” ტექსტი:
საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!..
გულამოსკვნილი ვჩიოდი
„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“

ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო,
გულის ფანცქალით ვკითხავდი
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა… თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.

სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო,
მივეხმატკბილე ჩიტუნას
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

შეიფრთქიალა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეახო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
თითქოს სთქვა „დიახ, დიახო!“

დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
სხივები გადმოსულიყო,
მას შევეკითხე შეფრქვევით
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

დასტური მომცა ციმციმით,
სხივები გადმომაყარა
და იმ დროს ყურში ჩურჩულით
ნიავმაც ასე მახარა

„ეგ არის, რასაც ეძებდი,
მორჩი და მოისვენეო!
დღე დაიღამე აწ ტკბილად
და ღამე გაითენეო!

„სამად შექმნილა ის ერთი
ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო,
თქვენ ერთანეთი რადგანაც
ამ ქვეყნად შეგიყვარდათო“.

მენიშნა!.. აღარ დავეძებ
საყვარლის კუბო-სამარეს,
აღარც შევჩვი ქვეყანას,
აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!

ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა
და, რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
ვერ გამომითქვამს ენითა!

ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდე რომ მწარედ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი, სადაც ხარ
სამგან გაქვს ბინა, სულიკო![/showhide]

იხილეთ ქართული სიმღერების ფლეილისტები იუთუბში:

 

ფლეილისტი 1:

 

ფლელისტი 2:

ფლეილისტი 3:

 

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ და მოგვწეროთ თქვენი აზრი.

[showhide]
ქართული სიმღერები
qartuli simgera
qartuli simgerebi
simgerebi
ქართული სიმღერები
musikebi
simgerebis gadmowera
musikebis gadmowera
rusuli simgerebi
ქართული სიმღერები
kartuli simgerebi
saqeifo simgerebi
ქართული სიმღერები
ქართული სიმღერები
qartuli simgera
qartuli simgerebi
simgerebi
ქართული სიმღერები
musikebi
simgerebis gadmowera
musikebis gadmowera
rusuli simgerebi
ქართული სიმღერები
kartuli simgerebi
saqeifo simgerebi
ქართული სიმღერები
musika
qartuli musika
hangebi
[/showhide]