დედამიწაზე შვიდი კონტინენტია – აფრიკა, ანტარქტიდა, აზია, ავსტრალია, ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და სამხრეთ ამერიკა. შესაბამისად ადამიანებს მათთან დაკავშირებით ხშირად უჩნდებთ კითხვები
გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ იგი დანიის დაქვემდებარებაშია (რომელიც ევროპაშია)
ეკვატორი კვეთს სამ კონტინენტს – სამხრეთ ამერიკას, აფრიკას და აზიას.
არცეთს, ჩრდილოეთის პოლუსი შუა არქტიკულ ოკეანეშია.
ყველაზე დაბალი ადგილი ხმელეთის ზედაპირზე არის მკვდარი ზღვა, იგივე მარილის ტბა. იგი მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულზე, ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე.
ეგვიპტის უმეტესი ნაწილი აფრიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცაღა სინაის ნახევარკუნძული, რომელიც ეგვიპტის დაქვემდებარებაშია, აზიას მიეკუთვნება.
ახალი ზელანდია არის ოკეანური კუნძული, რომელიც საკმაოდ დაშორებულია კონტინენტისგან, მაგრამ ხშირად ავსტრალია-ოკეანეთის ნაწილად განიხილება. ჰავაიც არ განიხილება კონტინენტის ნაწილად, რადგან ეს კუნძულების ჯაჭვი საკმაოდ შორსაა მიწის მასივისაგან. კარიბის ზღვის კუნძულები განიხლება გეოგრაფიული რეგიონის ნაწილად, რომელიც ცნობილია როგორც ჩრდილოეთ ამერიკა ან ლათინური ამერიკა.
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის საზღვარი პანამასა და კოლუმბიის გამყოფ საზღვარს ემთხვევა, შესაბამისად პანამა და ქვეყნები ჩრდილოეთით არის ჩრდლიოეთ ამერიკა, ხოლო კოლუმბია და ქვეყნები სამხრეთით არის სამხრეთ ამერიკა.