ჰიდროგრაფია

5 ოკეანე დედამიწაზე

ოკეანეების რაოდენობა

ოკეანე დედამიწის უზარმაზარი წყლის ზედაპირია, რომელიც მიწას აკრავს (  კონტინენტები , კუნძულები…). თავდაპირველად იგი ოთხ ნაწილად იყოფოდა: წყნარი ოკეანე, ატლანტის ოკეანე, ინდოეთის ოკეანე და არქტიკის ოკეანე ანუ ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე. დღესდღეობით, კი მათ მეხუთე ერთეული დაამატეს: სამხრეთის ანუ ანტარქტიდის ოკეანე, რომელიც გარშემო ესაზღვრება ანტარქტიდის კონტინენტს. ზოგ წყაროებში მას ასევე მოიხსენიებენ როგორც ასტრალის ოკეანე. აქვე არის სამსაფეხურიანი კლასიფიკაცია, სადაც არქტიკული ოკეანე ატლანტიკური ოკეანის ნაწილია.

Სტატისტიკური მონაცემები
ოკეანის ფართობი,
მილიონი კმ  2
მოცულობა,
მლნ.კმ  3
საშუალო სიღრმე, მ მაქსიმალური სიღრმე, მ სანაპირო ზოლის სიგრძე, კმ
 წყნარი ოკეანე 168.72 669.88 3970 11022 135663
 ატლანტის ოკეანე 85.13 310.41 3741 8742 111866
 ინდოეთის ოკეანე 70.56 264.00 3741 7209 66526
 სამხრეთის ოკეანე 21.96 71.80 3270 8428 17968
 არქტიკული ოკეანე 15,55 18.75 1205 5527 45389
მსოფლიო ოკეანე 361.26 1340.74 3711 11022 377412

 

ყველაზე დიდი და პატარა

უდიდესი ოკეანეა წყნარი ოკეანე, იგი წყლის ზედაპირის თითქმის ნახევარს მოიცავს და პლანეტაზე წყლის მთელი რაოდენობის ნახევარზე მეტს ინახავს. გარდა ამისა, მარიანას ღრმული-ღარი  მდებარეობს წყნარ ოკეანეში – ის ყველაზე ღრმა წერტილია დედამიწაზე (სიღრმე 11022 მეტრი). ყველაზე პატარა ოკეანე არის არქტიკული ოკეანე. სამხრეთ ოკეანე, რომელიც ხშირად რუკებზე ნახსენებიც არ არის ან მისი ნახევარია გამოსახული, მას მაინც არქტიკულ ოკეანეზე უფრო დიდი ზომა და მოცულობა აქვს.

იხილეთ ასევე:
7 კონტინენტი დედამიწაზე