სად არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სასაფლაო?
1. ვადი ალ-სალამის სასაფლაო იგივე მშვიდობის ველი მსოფლიოში უდიდესი სასაფლაოა. ის მდებარეობს ერაყში, ქალაქ ნაჯაფში და იკავებს 600 ჰექტარზე მეტ ფართობს. ქალაქ ნაჯაფის 15%-ს სწორედ ეს სასაფლაო შეადგენს. მშვიდობის ველზე დაკრძალულია 10 მილიონი მიცვალებული და სასაფლაოს ასაკი 1400 წელს აჭარბებს.
ვადი ალ-სალამის სასაფლაო ყველაზე წმინდა სასაფლაოა მუსლიმანებისთვის. ათასობით წლის განმავლობაში მუსლიმები თავიანთ მიცვალებულებს მარხავდნენ აქ და თან არამარტო ერაყიდან, ასევე პაკისტანიდან, ირანიდან, ინდოეთიდან და სხვა მუსლიმური სახელმწიფოებიდან.
2. ქალვერტონის ეროვნული სასაფლაო სიდიდით პირველია აშშ-ში ხოლო მეორეა მსოფლიოში. ეს სასაფლაო მდებარეობს ნიუ-იორკში და მოიცავს 422 ჰექტარს. აქ დაკრძალულია 212,000 მიცვალებული და ყოველ წლიურად მათ 10,000 მიცვალებული ემატება.
3. აბრაამ ლინკოლნის ეროვნული სასაფლაო – მას სახელი ეწოდა აშშ-ს 16-ე პრეზიდენტის და ეროვნული სასაფლაო სისტემის დამაარსებელის საპატივცემულოდ. ეს სასაფლაო 397 ჰექტარს მოიცავს და ამ სასაფლაოს აქვს საჯარო საინფორმაციო ცენტრი. ასევე აქ არის ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი, რომლებიც დაიღუპნენ მეოცე საუკუნის ომში.
4. ოლსდოფის სასაფლაო არის უდიდესი სასაფლაო გერმანიაში და სიდიდით მეოთხე მსოფლიოში. ეს სასაფლაო მდებარეობს ჰამბურგში და მოიცავს 390 ჰექტარს. დაკრძალულია 1.5 მილიონი მიცვალებული. ოლსდოფის სასაფლაოს აქვს მუზეუმი, რომელსაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს მსოფლიოდან.
5. კერასამეტის სასაფლაო უდიდესია თურქეთში და მდებარეობს სტამბულის აზიურ ნაწილში. ის მოიცავს 303 ჰექტარს და დაკრძალულია 1 მილიონი მიცვალებული. სასაფლაოს გააჩნია თორმეტი სექცია, სექციები განკუთვნილია სხვა და სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის
ტექსტის შესადგენად გამოყენებულია “ეს მაგალითი”
არ დაგავიწყდეთ გაზიარება, ნუ კარგი ეს მთლად გასაზიარებელი თემა არაა და ფეისბუქ გვერდი მაინც მოიწონეთ :))