სად არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საავტომობილო საცობი?
თბილისში საცობი არავის უკვირს, არც აღდგომის პერიოდში გვიკვირს ავტობანზე გადატვირთული მოძრაობა, ზოგგან დიდი საცობები, ქაოსურად მოძრავი მანქანები და ა.შ
მაგრამ წარმოიდგინეთ 100 კილომეტრიანი საცობი, რომელიც გრძელდება თორმეტი დღე! ეს ყველაფერი ჩინეთში, პეკინში 2010 წელს მოხდა. პეკინის ჰონგ-კონგის და მაკაუს დამაკავშირებელ ჩქაროსნულ გზატკეცილზე მანქანების 51 რიგიანი ზღვა იდგა. ამ ყველაფრის მიზეზად კი ნისლიანი ამინდი დასახელდა.