მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი გადასასვლელი ცხოველებისთვის
ქვეყნების, რაიონების, ქალაქების ზრდა განვითარების შედეგად ჩნდება მოთხოვნა, რომ ეს წერტილები ტრანსპორტით სწრაფად კავშირდებოდნენ ერთმანეთთან. რის გამოც შენდება მაგისტრალები და ხშირად ისინი ველურ ბუნებას კვეთენ. ველურ ბუნებაში მაცხოვრებელი ცხოველები კი ხშირად კვეთენ გზებს. ცხოველები გზების გადაკვეთისას უმეტესად არიან გამომწვევი მიზეზები ავარიების, უბედური შემთხვევების და ხანგრძლივი საცობების. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მეცნიერებმა შეიმუშავეს გეგმა, რომ აეშენბინათ გადასასვლელები ცხოველებისთვის, რაც ძალიან კარგი და ლამაზი გამოუვიდათ.
ამიტომ წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზ გადასასვლელს ცხოველებისთვის.
1. ბანფი – ალბერტა, კანადა.
ბანფის ეროვნული პარკი მდებარეობს ალბერტას პროვინციაში, კანადის დასავლეთში, რომელიც უძველესია მთელს კანადაში.
2. გზატკეცილი A50 – ნიდერლანდები.
გზატკეცილი A50 კვეთს თითქმის მთლიან ნიდერლანდებს და მასზე დაშვებულია 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა. ეს გადასასვლელი კი ადგილობრივ ცხოველებს საშუალებას აძლევს გადაკვეთონ გზა უსაფრთხოდ.
3. გზატკეცილი B38 – ბირკენაუ, გერმანია.
ამ გადასასვლელს მართალია არ აქვს მოაჯირები, რომლებიც ცხოველებს ჩამოვარდნისგან დაიცავდნენ, მაგრამ გარემოსდამცველები გვაიმედებენ რომ ის უსაფრთხოა როგორც ადამიანებისთვის ასევე ცხოველებისთვისაც
4. კიბორჩხალების ხიდი – შობის კუნძული, ავსტრალია.
შობის კუნძული არის უამრავი კიბორჩხალის სამშობლო, რომლებიც მიგრირებენ ყოველ წელს და ეს ხიდი მათ გზების გადაკვეთის საშუალებას აძლევს.
5. ქომპტონ როუდი – ქუინსლენდი, ავსტრალია.
ეს გადასასვლელი გამწვანებულია ისე თითქოს და არაფრით განსხვავდებოდეს მის გარშემო ბუნებისგან.