საინტერესო ფაქტები აფრიკაზე
საინტერესო ფაქტები აფრიკაზე – აფრიკელი ხალხი
- აფრიკის კონტინეტი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა, აფრიკაში დაახლოებით 1,1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.
- აფრიკაში დაახლოებით ათასი ენაა გავრცელებული, ზოგიერთი გამოკვლევების მიხედვით კი ეს რიცხვი 2000-მდე აღწევს.
- აფრიკაში ყველაზე გავრცელებული რელიგია ისლამია, ისლამის შემდეგ კი მოდის ქრისტიანობა.
- აფრიკის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 14.72% -ს შეადგენს. (2009 წლის მონაცემებით)
- ეთიოპიაში აღმოჩენილია უძველესი ადამიანის ნაშთი, იგი დაახლოებით 200 000 წლისაა.
საინტერესო ფაქტები აფრიკაზე – აფრიკის ლანდშაფტი
- მსოფლიოში უგრძესი მდინარე ნილოსი მდებარეობს აფრიკაში.
- აფრიკაში მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი უდაბნო საჰარა, რომლის ფართობიც ლამის აშშ-ს ფართობს უტოლდება.
- აფრიკაში ყველაზე მაღალი ჩანჩქერია ვიქტორიას ჩანჩქერი, იგი დაახლოებით 110 მეტრის სიმაღლიდან ეშვება და 1 600 მეტრი სიგანისაა.
- მთა კილიმანჯარო მოიცავს აფრიკის უმაღლეს პიკს, იგი ჩრდილო-აღმოსავლეთ ტანზანიაში მდებარეობს 5 895 მეტრ სიმაღლეზე.
- მადაგასკარი აფრიკის უდიდესი კუნძულია, ის ასევე მსოფლიოს უდიდეს კუნძულებს შორის მეოთხე ადგილზეა.
საინტერესო ფაქტები აფრიკაზე – კონტინენტი
- აფრიკა ასევე ტერიტორიის სიდიდითაც მეორე ადგილზეა მსოფლიოში, მისი ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად 30 221 532 კმ²-ს შეადგენს.
- აფრიკა ყველაზე ცხელი კონტინეტია დედამიწაზე.
- აფრიკის ყველაზე დიდი ქვეყანა არის სუდანი, მისი ფართობია 1 886 068 კმ² და სიდიდით მეთექვსმეტეა მსოფლიოში.
- კაირო კონტინენტის უდიდესი ქალაქია.
- აფრიკა მოიცავს დედამიწის მთლიანი ზედაპირის 6 პროცენტს და მთლიანი მიწის ფართობის 20.4 პროცენტს შეადგენს.
საინტერესო ფაქტები აფრიკაზე – ცხოველები
- მსოფლიოში ყველაზე დიდი ცხოველი აფრიკელი სპილოა.
- ასევე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცხოველი აფრიკელი ჟირაფია.
- ყველაზე სწრაფი ცხოველი გეპარდი ასევე ბინადრობს აფრიკაში.
- ასევე აფრიკა ყველაზეი დიდი რეპტილიის სამშობლოა, ნილოსის ნიანგის.
- კონტინენტის ჯუნგლებში ასევე შეიძლება შეხვდეთ მსოფლიოში უდიდეს პრიმატს, გორილას.