ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე და ფართობით მოიცავს მიწის 2,381,741 კვადრატულ კილომეტრს, რითაც მიწის სიდიდით მსოფლიოში 10-ე ადგილს იკავებს.
ალჟირი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, გვევლინება 1962 წლის შემდეგ, როდესაც მან საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. 2018 წლის მონაცემებით ალჟირში 41,750,900 მოსახლეა და ყოველ 1 კვადრატულ კილომეტრზე 15 ადამიანი ცხოვრობს.
ალჟირს გააჩნია ასევე საკუთარი ვალუტა ალჟირული დინარი (DZD). ქვეყნის სატელეფონო კოდი გახლავთ +313 და ზედა დონის ეროვნული დომენი გახლავთ .dz.
ალჟირი 7 ქვეყანასთან იზიარებს საზღვარს : ლიბიასთან, მაროკოსთან, მალთან, ნიგერთან, ტუნისთან, მავრიტანიასთან და დასავლეთი საჰარასთან.
ალჟირი გახლავთ რიგი ორგანიზაციების წევრი ქვეყანა, როგორებიცაა გაერო, ოპეკი, აფრიკის კავშირი და არაბული ქვეყნების ლიგა.