ამტყელის ტბა – მდებარეობს აფხაზეთში გულრიფშის მუნიციპალიტეტში. ტბას ასევე აზანთასაც უწოდებენ.
იგი ზღვის დონიდან 507 მეტრზეა და მისი ფართობი შეადგენს 0,58 კმ², ხოლო აუზისა — 153 კმ², სიღრმე კი 64 მეტრია.
ტბა ამტყელი მთის ფერდობის ჩამოშლის შედეგად წარმოიშვა. 1891 წლის 3 ოქტომბერს მთა პატარა შხაპაჭის ფერდობი ჩამოიშალა და მდინარე ამტყელს გზა გადაუკეტა, რის შედეგადაც მდინარე შეგუბდა და წარმოიშვა ტბა.
ასევე იხილეთ სხვა ტბები საქართველოში.