ანაკოფიის ციხე გახლავთ ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. XIV-XV საუკუნეებში ზღვის პირას, მდინარე ფსირცხის შესართავთან გენუელებმა ციხე ააგეს და ფაქტორია დააარსეს. XVII საუკუნეში სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა მას ზღუდე შემოავლო. XVIII საუკუნის დასაწყისში ციხე და ზღუდე ოსმალების ხელში იყო.
წყარო: Wikipedia.org