ArcGis – მნიშვნელობა – გამოყენება – ინსტალაცია
ArcGIS არის გეოგრაფიული საინფორმაციის სისტემა (GIS), რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვიმუშაოთ რუკებთან და გეოგრაფიულ ინფორმაციასთან. სისტემის ავტორია Environmental Systems Research ინსტიტუტი(ESRI). იგი გამოიყენება გეოგრაფიული მონაცემების დამუშავებისთვის, რუკაზე ასახული ინფორმაციის ანალიზისთვის, მონაცემების გაზიარებისა და აღმოჩენისთვის, რუკების შედგენისა და გამოყენებისათვის, რუკებისა და გეოგრაფიული მონაცემების სხვადასხვა პროგრამებში გამოყენებისათვის და მონაცემთა ბაზაში გეოგრაფიული ინფორმაციის მართვისთვის.
მას იყენებენ აკადემიური ინსტიტუტებისა და განყოფილებების მთელი რიგი, ინოვაციური კვლევის განვითარებისა და ილუსტრაციისთვის. გარდა ამისა, მას მსოფლიოს რამდენიმე მთავრობა და კერძო / კომერციული ინსტიტუტი იყენებს.
გამოყენება და ფუნქციები
როგორც მრავალი GIS პროგრამა, ArcGIS ქმნის რუკებს, რომელიც მოითხოვს ფენებად ორგანიზებულ კატებორიებს. თითოეული ფენა სივრცეში რეგისტრირდება ისე, რომ როდესაც ისინი ერთმანეთს გადაფარავს, პროგრამა მათ სწორად ალაგებს და ქმნის მონაცემთა კომპლექსურ რუკას. ბაზის ფენა თითქმის ყოველთვის არის გეოგრაფიული რუკა, რომელიც მიღებულია სხვადასხვა წყაროებიდან, რაც დამოკიდებულია ვიზუალიზაციის საჭიროებაზე (მაგ. სატელიტი, საგზაო რუკა და ა.შ.).
პირველ სამ ფენას ეწოდებათ ვექტორული ფენები, რომელთაგან თითოეული შეიცავს ინდივიდუალურ ფუნქციას. ესენია:
- Points ანუ წერტილები (მაგ. ნიშნულები, შენობები, და ა.შ.)
- Lines ანუ ხაზები (მაგ. გზები და სხვა 1D სქემები)
- Polygons ანუ პოლიგონები (მაგ. სხვადასხვა პოლიგონური და 2D მონაცემები)
- Raster Images ანუ რასტრული გამოსახულებები (მაგ. საჰაერო სურათი და მსგავსი ვექტორული ფენები)
გადმოწერა და ინსტალაცია
გადმოწერისა და ინსტალაციის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველ რიგში შეგიძლიათ გადახვიდეთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და შეიძინოთ პროგრამის ოფიციალური ვერსია. თუმცა, ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ გატეხილი (Cracked) ვერსია უფასოდ.
ინსტალაციის ინსტრუქცია:
გადმოსაწერი ლინკები:
- Mega https://mega.nz/#!w1sDgIYZ!kTzNZu7dzW…
- Drive https://drive.google.com/file/d/1pscx…
- fileUPLoad https://www.file-up.org/sr1df3cli4x3
- ოფიციალური ვებ გვერდი: https://www.arcgis.com/index.html