სად არის დიდი კარიბჭის გზა?

დიდი კარიბჭის გზა მდებარეობს ჩინეთში, ხუნანის პროვინციაში და იგი ქვეყანაში ყველაზე საშიშ გზად ითვლება. ის ტიანმენის მთაზე, ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლემდე ადის. მთაზე ასასვლელად ავიაკომპანიება დაიწყეს ვერტმფრენით სიარული, რადგან აქ ყოველწლიუარდ უამრავი ტურისტი ჩამოდის ამ გზის დასათვალიერებლად, აქ ასევე არის ულამაზესი ადგილები სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ბუნებით და სუფთა ჰაერით. თუ გადაწყვეტთ მარტო გაემართოთ დიდი კარიბჭის გზაზე იცოდეთ, რომ აქ აარ იციან ინგლისური და არ არსებობს ინგლისური ნიშნები, ასე რომ, ეს არ იქნება ადვილი და სწორი გადაწყვეტილება, გირჩევნიათ გარკვეულ ჯგუფებთან ერთად იაროთ, რადგან თქვენს საელჩოს ტყუილად არ აუტკიოთ თავი თქვენი ძებნისთვის.

გზა მთის გარშემო 99 ბრუნს აკეთებს. ჩინურ კულტურაში ციფრი 9 სიმბოლურია და იღბალს უკავშირდება. რაც დიდი კარიბჭის გზაზე იშვიათია. ჩინელებს სწამთ, რომ სამოთხეში 9 ადგილია. გზა, რომელსაც 99 ხვეული აქვს, სიმბოლურად სამოთხეს აღნიშნავს, შესაბამისად გზის სახელი  Heaven-Linking (სამოთხესთან-გადაბმული) აქედან მოდის.

არსებობს გზის ალტერნატივა – საბაგირო, რომელიც 7455 მეტრ მანძილს გადის და მსოფლიოში ყველაზე გრძელ საბაგირო გზად ითვლება. ასევე ვერტმფრენითაც არის შესაძლებელი, მაგრამ ცოტა ძვირი სიამოვნება ჯდებ.ა

გზის მშენებლობა 1998 წელს დაიწყო და დასრულდა 2006 წელს.

წარმოგიდგენთ ამ გზის რამოდენიმე ფოტოსურათს

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.