დიმიტრი გლუხოვსკი რუსი მწერალი და ჟურნალისტია, მას ეკუთვნის პოსტ აპოკალიფსური რომანები, როგორებიცაა მეტრო 2033 და მეტრო 2034, მეტრო 2035 და მომავალი. იგი არის წიგნის სერიის “მეტრო 2033 სამყაროს” შემოქმედი.
გლუხოვსკი დაიბადა და გაიზარდა მოსკოვში, სადაც დაამთავრა 1231 საშუალო სკოლა, ფრანგული ენის სიღრმისეული შესწავლით. უმაღლესი განათლება მიიღო იერუსალიმის უნივერსიტეტში.
მწერალი დაქორწინებულია. იგი შეხვდა თავის ძვირფას ელენას “რუსეთი დღეს”-ში მუშაობისას. წყვილს ორი შვილი ჰყავს – ემილია და თეოდორე.
დიმიტრი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში ფიქრობდა თავის პირველ რომანზე, მეტრო 2033, და მისი წერა კი უკვე უნივერსიტეტში დაიწყო. წიგნის პირველი ვერსია 2002 წელს უკვე დაწერილი იყო. პირველ ეტაპზე გამომცემლებმა უარი თქვეს წიგნის გამოცემაზე, რის შემდეგაც ის ინტერნეტში უფასოდ გამოქვეყნდა. 2005 წელს წიგნი გამოიცა გამომცემლობა “ეკოსმო”-ს მიერ. გამოცემის თანავე რომანი გახდა ერთ-ერთი მთავარი ბესტსელერი, რომლის მიმოქცევა მთელს მსოფლიოში მილიონზე მეტი იყო. წიგნი ითარგმნა 37 ენაზე და მის მიხედვით შეიქმნა ვიდეო თამაში “მეტრო 2033”.