ევროპის მოკლე ქრონოლოგიური ანგარიში იწყება პრეისტორიულ ხანაში, ჰომო საპიენსის წარმოშობით, დაახლოებით 40 000 წლის წინ.
პირველყოფილი ადამიანები პრეისტორიულ ხანაში სხვადასხვა საქმიანობით ცდილობდნენ თავის გადარჩენას, ისინი იყოფოდნენ პატარ-პატარა ტომებად, სახლობდნენ მდინარეების მიმდებარედ და ნადირობდნენ ცხოველებზე.
მათ მიწის დამუშავება, ცხოველების მოშინაურება და მოსავლის გადამუშავება 9 000 წლის წინათ დაიწყეს ნეოლითის ხანაში. პირველყოფილები ამისთვის ქვის იარაღებს იყენებდნენ და პატარა ტომებში ან სოფლებში სახლობდნენ.
ადამიანები აგრძელებდნენ მიგრაციას აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და გზადაგზა უფრო ვითარდებოდნენ, სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, აკეთებდნენ ახალ იარაღებს, ქმნიდნენ ცივილიზაციებს და ა.შ.
ბნელი საუკუნეებიდან გამოსვლა საბერძნეთიდან დაიწყო, ქრისტეს დაბადებამდე მე-8 საუკუნეში. კლასიკურმა ბერძნულმა კულტურამ დიდი ზეგავლენა იქონია რომის იმპერიაზე, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის რეგიონი და ჩრდილოეთ ევროპის მრავალი ნაწილი ეკავა. მოკლედ, ბერძნული კულტურა თანამედროვე დასავლური კულტურის საფუძველს წარმოადგენდა.
ევროპის უდიდესი ცივილიზაციების ჩამოყალიბებაში რომის იმპერიამ განსაკუთრებული როლი ითამაშა. ფაქტიურად ამ ეპოქაში მან შეცვალა მთლიანად კონტინენტის განვითარების სტრუქტურა: არქიტექტურა, ენა, კანონი, სარწმუნოება და სხვა.
რომის იმპერიის დაშლის შემდეგ, მისი აღმოსავლეთი ნაწილი გადარჩა და მოიხსენიებოდა როგორც ბიზანტიის იმპერია. დაშლით, პატარა ტომებმა და ტომების გაერთიანებებმა ისარგებლეს და შექმნეს პატარ-პატარა სამეფოები, ასე დაიწყო ევროპის გეოგრაფიის ცვლილება.
ანგლოსაქსებმა (ძველი გერმანელი ტომები) V საუკუნეში გადალახეს ვრცელი ტერიტორია და განსახლდენენ ბრიტანეთის კუნძულებზე. ეს ტომები ცხოვრობდნენ მდინარეების ელბასა და რაინს შორის და იუტლანდიის ნახევარკუნძულზე. ამ ტომების განვითარების საფუძველით შემდგომში შეიქმნა ინგლისის სამეფო. ასი წლის შემდეგ კი პოლინეთისა და უნგრეთის სამეფოებიც ჩამოყალიბდნენ.
ვიკინგების ხანა ჩრდილოეთ ევროპასა და სკანდინავიაში მერვე საუკუნიდან მეცამეტე საუკუნემდე გაგრძელდა. მათ ძირითად ინტერესს ვაჭრობა და საგანძური წარმოადგენდა და არა ტერიტორიული სიდიდე. ვიკინგებმა მიაღწიეს ისლანდიას, გრენლანდიას, ნიუფაუნდლენდსა და ანატოლიასაც (თურქეთს).
ნორმანებმა (ვიკინგმა ხალხმა) თავიანთი სახელი ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე ტერიტორიას უწოდეს, ნორმანდიას. ისინი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდნენ ევროპის სხვადსხვა რეგიონზე.
მე-15 საუკუნეში დიდი ძალაუფლება გადანაწილდა ევროპაში, ინგლისთან, საფრანგეთთან, ჰოლანდიასთან, პორტუგალიასთან და ესპანეთთან. განსაკუთრებით კოლონიალიზმის დაწყების შემდეგ.
ევროპის კოლონიური პერიოდი, 1500-იანი წლებიდან 1900-იან წლებამდე გაგრძელდა. მათ კოლინიები გააჩნდათ კონტინეტნებზე, როგორიცაა აზია, აფრიკა და ამერიკა. 16-ე და 20-ე საუკუნეებში ევროპის სახელმწიფოები აკონტროლებდნენ ამერიკის, აფრიკის, ავსტრალია-ოკეანეთის და აზიის დიდ ნაწილს. თუმცაღა, ხალხის ლტოლვამ თავისუფლებისაკენ გლობალური მასშტაბები მიიღო და ასე დაიწყო კოლონიური პერიოდის დასრულებაც.
კონტინეტი ასევე ძლიერ დააზარალა პირველმა და მეორე მსოფლიო ომებმა, რადგან ისინი ძირითადად ევროპაზე იყვნენ ფოკუსირებულნი. ომებმა უზარმაზარი ხარჯები წაიღო ყველა ასპექტში და ზოგერთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა ბოლომდე აღდგენილი დღესაც არაა, მაგალითად როგორიც საქართველო და უკრაინაა.
ბერლინის კედელის ჩამოშლისა (1989 წ.) და საბჭოთა კავშირის დაშლის (1991 წ.) შემდეგ ევროპა მასშტაბური განვითარების გზას დაადგა. ევროპულმა კულტურებმა და პოლიტიკურმა გაერთიანებებმა მალევე გამონახეს საერთო ენა და ჩამოყალიბდნენ ორგანიზაციები, როგორებიცაა ევროსაბჭო და ევრკავშირი.
დღეისთვის კი თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ევროპა ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრში იმყოფება. მისი მოსახლეობა კი ოპტიმიზმით, ინოვაციურობით და სტაბილურობით გამოირჩევა. მათ ერთხელ უკვე შეცვალეს სამყარო უკეთესობისკენ და ამას გააკეთებენ სამომავლოდაც!
ეს გახლდათ ევროპის ისტორიის მოკლე მიმოხილვა
იხილეთ ასევე:
ევროპის გეოგრაფიული სტატისტიკა
ევროპის ქვეყნები და დედაქალაქები
ევროპის ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით
ევროპის ქვეყნები ანბანის მიხედვით
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი