საქართველო მეორე მსოფლიო ომში

 

1941 წლის შუა ხანებისთვის გერმანიამ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის სამზადისი დაასრულა და 22ივნისს ომის გამოუცხადებლად, თავის მოკავშირეებთან ერთად (იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი), თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. დაიწყო საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომი, რომელიც რუსეთის ისტორიაში დიდი სამამულო ომის სახელითაა ცნობილი, თუმცა საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოსთვის ეს ომი სამამულო არ იყო. მიუხედავად ამისა, საბჭოთა სინამდვილეში აღზრდილი ადამიანთა ნაწილისთვის, რომელთა ფსიქოლოგიაზე სისტემატურად მოქმედებდა საბჭოთა პროპაგანდა, ომმა პატრიოტული ხასიათიც კი მიიღო. საქართველო, როგორც საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკა, ომში ჩათრეული აღმოჩნდა.

გერმანიისა და მისი მოკავშირეების ჯარებმა ომის პირველივე დღეებიდანვე ხელთ იგდეს სამხედრო სტრატეგიული ინიციატივა და ფრონტზე, შავი ზღვიდან ბალთიის ძღვამდე, წინ წაიწიეს. 1941 წელს მათ ხელთ იგდეს მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსია და მოსკოვისკენ გაიჭრნენ. საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის საწყისი პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო მოსახლეობის მობილიზაცია და მოქმედი არმიის და ფლოტის გაწვევა. საქართველოში მობილიზაცია დიდი სიმკაცრით ტარდებოდა. მამაკაცებთან ერად ომში მასობრივად გაიწვიეს ქალებიც, ძირითადად ექიმები და ექთნები. სულ საქართველოდან გაიწვიეს 700 000 ადამიანი. საქართველოს გენოფონდი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. უშუალოდ ფრონტზე გაწვევის გარდა ქართველები მუშაობდნენ თავდაცვითი ნაგებობის მშენებლობებშიც. ამგვარ სამუშაოებში ქართველები მონაწილეობდნენ მას შემდეგ, რაც გერმანელები კავკასიონის მთავარ ქედს მიუახლოვდნენ.

ომის მოთხოვნათა შესაბამისად ქართული ეკონომიკა საომარ ყაიდაზე გადაიქმნა. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა სტრატეგიული მნიშვნელობის წიაღისეულის (მარგანეცი, ქვანახშირი და სხვა.) მოპოვებას. ამიტომ ძლიერი დატვირთვით მუშაობდნენ ჭიათურის მარგანეცის, თყიბულის, ტყვარჩელისა და ახალციხის ქვანახშირის საწარმოებში. ომის დაწყების დღიდან ქარხნები გადავიდა საბრძოლო იარაღის დამზადებაზე. თბილისში დიდი რაოდენობით ამზადებდნენ ტყვიამფრქვევებს, ნაღმმტყორცნებს, საარტილერიო ჭურვებს. ფრონტისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის საავიაციო ქარხნის პროდუქციას.

ფრონტზე მოსახლეობის გაწვევამ სოფლიოს მეურნეობა თითქმის მუშახელის გარეშე დატოვა. სოფლად მუშაობის მთელი სიმძიმე ქალებს, ბავშვებს და მოხუცებულებს დააწვა. მიუხედავად ამისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სისტემა დაკისრებულ მიზანს ასრულებდა.

ფაილი:RusFeldz41-42.jpg

ქართველების მონაწილეობა სამხედრო მოქმედებში

საქართველოდან გაწვეული მოსახლეობა მონაწილობას იღებდა საბჭოთა კავშირ-გერმანიის თითქმის ყველა სამხედრო ოპერაციაში, მათ შორის ომის საწყის ეტაპზე გამართულ ბრძოლებში დასავლეთ ფრონტზე, მოსკოვის დაცვაში (1941 წლის ზამთარი), სტალინგრადის ბრძოლაში (1942-1943 წლები) და სხვები. ყველა დიდი რაოდენობით ქართველი მონაწილეობდა კავკასიის დაცვაში (1942-1943 წლები). კავკასიის დაცვის ბრძოლებში კიდევ უფრო დიდი დატვირთვით მუშაობდნენ საქართველოში განლაგებული სამხედრო ქარხნები და სამხედრო ჰოსპიტალები. საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომში შეიქმნა ქართველთა დივიზიები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ყირიმისა და კავკასიის დაცვის ოპერაციებში. ომის წლებში თავი გამოიჩინეს ქართველმა გენერლებმა კონსტანტინე ლესელიზემ, პორფილემ ჩანჩიბაზემ, ვლადიმერ ნანეიშვილმა და სხვ.

მრავალი ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი მონაწილეობდა გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაწყებულ პარტიზანტულ მოძრაობაში. ომის დასაწყისში, საბჭოთა არმიის უკან დახევის პერიოდში დიდი რაოდენობით სამხედრო შენაერთები ალყაში აღმოჩნდნენ და ბრძოლის პარტიზანულ მეთოდზე გადავიდნენ. შემდგომში პარტიზანებს შეუერთდნენ ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ჯარისკაცები და ოფიცრები, ასევე გერმანიის ჯარების ზურგში საბჭოთა სარდლების მიერ სპეციალური სავალდებულო დავალებით გადასხმული სამხედრო სპეციალისტები. უკრაინის ტერიტორიაზე პარტიზანულ ბრძოლებში სახელი გაითქვა დავით ბექრაზემ, ბელორუსიაში – ივალე შუბითაძემ და ვლადიმერ თაკველაძემ.

ქართველები მონაწილეობდნენ გერმანიის მიერ ოკუპირებული ევროპული ქვეყნების პარტიზანულ ბრძოლებში. პოლონეთში ამგვარ ბრძოლებში თავი გამოიჩინა ვასილ მანჯავიძემ, იტალიაში-კონსტანტინემ  ლეჟავამ, ნოე კუბლაშვილმა, ფორე მოსულაშვილმა და სხვებმა, საფრაანგეთში – ვახტანგ სეხიაშვილმა, ოთარ იშხნელმა და სხვებმა. 1945 წლის მაისში გერმანიის წინააღმდეგ აჯანყდნენ მოაწყო ჰოლანდიაში, კუნძულ ტექსელზე განლაგებულმა ქართულმა ბატალიონმა.

ეროვნული მოძრაობის გამოცოცხლება

საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყების შემდეგ გამოცოცხლდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწეობა. ემიგრაციას ომში საბჭოთა მარცხის და საქართველოს დემოკრათიული რესპუბლიკის აღდგენის იმედი ჩაესახა. ქართული ემიგრაციის სოციალ-დემოკრატიული ნაწილი (ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭყორი და სხვ.) თავს იკავებდა ნაცისტურ გემანიასთან აშკარა თანამშრომლობაზე, თუმცა ყოველნაირად ცდილობდნენ გერმანიის გამარჯვებისთვის ხელი შეეწყოთ. გერმანიასთან აქტიური ურთიერთობები ჰქონდათ ეროვნულ-დემოკრატებს (სპირიდონ კედია და სხვ.). ქართული ემიგრაციის საერთო მისწრაფებას წარმოადგენდა გერმანიის დაინტერესება საქართველოთი. ამ მიზნით დიდ მუშაობას ეწეოდა გერმანიის არმიის გენერალი შალვა მაღლაკელიძე. ქართული ემიგრაციის ძალისხმევით ტყვედ ჩავარდნილი ქართული ოფიცრებისგან და ჯარისკაცებისგან ჩამოყალიბდა ქართული ბატალიონი (სულ 7 ბატალიონი), რომელთა ნაწილი კავკასიის ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას. 1941 წლიდან ქართველი ემიგრანტებისა და ქართველი სამხედრო ტყვეებისგან გერმანიაში დაიწყო ბატალიონების შექმნა. სულ შეიქმნა ორი ბატალიონი, „თამარ I“ და „თამარ II“. კავკასიაში იბრძოდა სპაციალური სამხედრო ნაწილი ბერგმანი, რომელშიც ქართველი ემიგრანტებიც იყვნენ. ომის წლებში საქართველოში სპეციალური დავალებით არალეგარულად შემოვიდნენ ემიგრანტი პოლიტიკური მოღვაწეები.

ომის წლებში საქართველოში გამოცოცხლდა ეროცნული მოძრაობა. 1941 წელს ახალგაზრდების ჯგუფმა: გიორგი იმერლიშვილი, კონსტანტინე ხიმშიაშვილი, კონსტანტინე ჯოგლიძემ და სხვებმა შექმნეს საიდუმლო ორგანიზაცია. მალე ორგანიზაციის წევრები დააპატიმრეს. 1942 წელს სამხედრო ტრიბუნალმა ამ ორგანიზაციიდან 17 კაცს დახვრეტა მიუსაჯეს.

ქართული ინტელიგენცია (შალვა ნუცუბიძე, გიორგი წერეთელი, ლევან გოთუა და სხვ.) იმედოვნებდა, რომ ომში საბჭოთა კავშირი დამარცხდებოდა და შესაძლებელი გახდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, თუმცა მათი იმედები გაცრუვდა, რადგან გერმანიამ ვერ მოახერხა კავკასიის გადმოლახვა და საქართველოს დაკავება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართულმა ემიგრაციამ, როგორც პოლიტიკურმა ძალამ ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა.

 

ფაილი:Geolegion3.jpg

ქართული ლეგიონის აღლუმი დამოუკიდებელი საქართველოს დროშით, პოლონეთი, 1942

მეორე მსოფმის შედეგები საქართველოსთვის

მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა 300 000 ქართველი. უამრავი ადამიანი დასახიჩრდა, ბევრმა მიიღო მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა. ომის შედეგად მიღებული ჭრილობებით დაიღუპა უამრავი ქართველი. ყოველივე ამან ძალზე გააუარესა საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა. ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა ქართულ ეკონომიკას. გაიძარცვა წიაღისეულის საწარმოები.

File:Russen begraafplaats Loladze Texel.jpg

ქართველების მემორიალი ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე

0 Shares

კომენტარები

კომენტარები

კომენტარის დატოვება

0 Shares
Share
Tweet
+1