უფლისციხე – ზღაპრულ ადგილებს შორის

უფლისციხე მსოფლიოს ზღაპრულ ადგილებს შორის მოხვდა.  115 საოცნებო ადგილის ფოტოებს, რომელიც ,,architecturendesign”-მა გამოაქვეყნა. 115 ზღაპრულ ადგილს შორის, საქართველოს უძველესი ციხე-ქალაქი უფლისციხე მოხვდა, რომელმაც ხმების რაოდენობის მიხედვით, 58-ე ადგილი დაიკავა.

უფლისციხე წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.

მდებარეობა: კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის  ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს  ქ.გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ მოგვწეროთ თქვენი აზრი და გააზიაროთ.

 

კომენტარები

კომენტარები

კომენტარის დატოვება

1 Shares
Share1
Tweet
+1