ტერიტორიული ერთ.ქალაქებიქვეყნები

კარიბის ზღვის ქვეყნები

კარიბის რეგიონი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე, მექსიკის ყურეში. მთელი რეგიონი 7000-ზე მეტი კუნძულისაგან შედგება. კარბის ზღვის რეგიონი მოიცავს 2,754,000 კვ კმ-ს და აქ დაახლოებით 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქაურობა ცნობილია თბილი, ტროპიკული კლიმატით და ბუნების უჩვეულო სილამაზით.

1. კუბა

ფართობი: 110,860 კვ კმ

მოსახლეობა: 11,147,407

დედაქალაქი: ჰავანა

კუბაში წელიწადში საშუალოდ ერთი ქარიშხალი ხდება. ასევე გვალვები აქ ჩვეულებრვი ამბავია.

2. დომინიკელთა რესპუბლიკა

ფართობი: 48,670 კვ კმ

მოსახლეობა: 10,734,247

დედაქალაქი: სანტო-დომინგო

დომინიკელთა რესპუბლიკაში მდებარეობს კარიბის რეგიონის უმაღლესი და უმდაბლესი ადგილები.

3. ჰაიტი

ფართობი: 27,750 კვ კმ

მოსახლეობა: 10,646,714

დედაქალაქი: პორტ-ო-პრინსი

ჰაიტი კარიბის ზღვის ყველაზე მთიანი ქვეყანაა, თუმცა მის მეზობელ ქვეყანას დომინიკელთა რესპუბლიკა აქვს ყველაზე მაღალი მწვერვალი.

4. ბაჰამის კუნძულები

ფართობი: 13,880 კვ კმ

მოსახლეობა: 329,988

დედაქალაქი: ნასაუ

ბაჰამის მოსახლეობა 30 კუნძულზეა გადანაწილებული, რომელთა დიდი ნაწილიც ქალაქში ცხოვრობს.  ქვეყნის მიწის მხოლოდ 1.4% გამოიყენება სოფლის მეურნეობისთვის, ხოლო 51% ტყეებს შეადგენს.

5. იამაიკა

ფართობი: 10,991 კვ კმ

მოსახლეობა: 2,990,561

დედაქალაქი: კინგსტონი

მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია იამაიკაში, განსაკუთრებით მის უდიდეს ქალაქებში.

6. ტრინიდადი და ტობაგო

ფართობი: 5,128 კვ კმ

მოსახლეობა: 1,218,208

დედაქალაქი: პორტ-ოვ-სპეინი

ტრინიდადი არის ბუნებრივი ასფალტის უდიდეს მომწოდებელი მსოფლიოში.

7. დომინიკა

ფართობი: 751 კვ კმ

მოსახლეობა: 73,897

დედაქალაქი: როზო

დომინიკის მოსახლეობა ძირითადად სანაპიროებზე ცხოვრობს, რადგან კუნძული ვულკანური წარმოშობისაა. პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებში შედის დეზოლუციის ველი და მდუღარე ტბა.

8. სენტ-ლუსია

ფართობი: 616 კვ კმ

მოსახლეობა: 164,994

დედაქალაქი: კასტრი

9. ანტიგუა და ბარბუდა

ფართობი: 442 კვ კმ

მოსახლეობა: 94,731

დედაქალაქი: სენტ-ჯონზი

ანტიგუა და ბარბუდას  მოსახლეობის დიდი ნაწილი ანტიგუაში ცხოვრობს. კუნძულზე წარმოდგენილია მრავალი პლაჟი და ნავსადგური.

10. ბარბადოსი

ფართობი: 430 კვ კმ

მოსახლეობა: 292,336

დედაქალაქი: ბრიჯტაუნი

მდებარეობს კარიბის აღმოსავლეთ ნაწილში, ბარბადოსი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა.

11. სენტ-ვინსენტი და გრენადინები

ფართობი: 389 კვ კმ

მოსახლეობა: 102,089

დედაქალაქი: კინგსტაუნი

წმინდა ვინსენტისა და გრენადინების მოსახლეობის უმრავლესობა დედაქალაქში ცხოვრობს.

12. გრენადა

ფართობი: 344 კვ კმ

მოსახლეობა: 111,724

დედაქალაქი: სენტ-ჯორჯესი

13. სენტ-კიტსი და ნევისი

ფართობი: 261 კვ კმ

მოსახლეობა: 52,715

დედაქალაქი: ბასტერი

ეს ორი ვულკანური კუნძული ფორმით ჰგავს ბეისბოლის ბიტას და ბურთს.

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ და მოგვწეროთ თქვენი აზრი!