ნაგებობებიციხესიმაგრეები

სპის ციხესიმაგრე

სპის მიწაზე, აღმოსავლეთ სლოვაკეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მაღალ მთაზე წამოჭიმულია ამაყად უზარმაზარი ციხესიმაგრე. ეს გახლავთ სპის ციხესიმაგრე, ის თითქმის 900 წლის წინაა აგებული, მეთორმეტე საუკუნეში. ეს ადგილი გახლდათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სავაჭრო ცენტრი უნგრეთის სამეფოს ამ ნაწილში. ციხესიმაგრე რამოდენიმე მეფეს და ოჯახს ეკუთვნოდა, ახლა კი იგი სლოვაკეთის სახელმწიფოს საკუთრებაა. ციხესიმაგრე ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია და შესაბამისად ტურისტებისთვისაც ძალიან მიმზიდველია.

სპის ციხესიმაგრე რუკაზე

 

რამდენიმე ფილმი როგორიცაა მაგალითად Dragonheart ან ბოლო ლეგიონი გადაღებულია ამ ციხესიმაგრეში.

ციხესიმაგრე ზამთრობით დაკეტილია და იხსენბა აპრილში, როდესაც 9:00 – 18:00 საათამდე მუშაობს. აქ შესვლა სრულწლოვნებს 5 ევრო დაგიჯდებათ, მაგრამ ნამდვილი სიამოვნებაა უზარმაზარ ციხესიმაგრეში იმის შეგრძნება, რომ ისტორია გესაუბრებათ.
გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან!

წარმოგიდგენთ რამდენიმე გასაოცარ ფოტოსა და ვიდეოს ამ ადგილიდან:

 
სპის ციხესიმაგრე დილით: