ულამაზესი მწვანე ტბა მდებარეობს აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, საქართველოში. იგი არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილშია და ზღვის დონიდან 2058 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბა მინერალურია და სასმელად ვარგისი. ის ასევე საოცრად გამჭვირვალეა და მასში თევზები არ ბინადრობენ. ტბა იკვებება ძირითადად წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. გაედინება ასევე მიწისქვეშა გზით. ზამთარში ტბის დონე, გაზაფხულთან შედარებით, დაბალია.
მწვანე ტბა ბათუმიდან დაახლოებით 2 საათის სავალზეა. (120კმ)
მწვანე ტბამდე მისასვლელად ასევე 2 საათი დაგჭირდებათ ახალციხიდანაც. (60კმ)
ხოლო თუ თქვენ გაივლით გოდერძის უღელტეხილს აუცილებლად სანახავ ადგილებში მონიშნეთ მწვანე ტბაც!
გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ, მოიწონოთ და მოგვწეროთ თქვენი აზრი!
ფოტო მასალა გამოყენებულია “ლინკიდან”
ასევე იხილეთ “ყველა ტბა საქართველოში” ლინკზე.