ეროვნული პარკები

სად არის პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი.

პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი მდებარეობს ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში და მოიცავს 30.000 ჰექტარს. ამ ადგილს ეროვნული პარკის წოდება 1949 წელს მიანიჭეს, ხოლო 30 წლის შემდეგ იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებში შეიტანეს. პარკი დაფარულია ტყით, რომელიც მოიცავს ძირითადად ხეებს – წიფელს,ნაძვს და სოჭს.ასევე რა თქმა უნდა ეს პარკი არის კიდევ მრავალი მცენარის,ცხოველის და ფრინველის სამშობლო,მაგრამ ეს ადგილი ცნობილია გასაოცარი წყლებით: მდინარეები მიედინება კირქვით მოჩუქურთმებულ კალაპოტებში და ყალიბდება ბუნებრივი ჯებირები, ტბები, ჩანჩქერები და მღვიმეები.

პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი
პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი

პლიტვიცეს ტბების ეროვნულ პარკში არის 16 დიდი კარსტული წარმოშობის ტბა და ძალიან ბევრი პატარა მათგანი: ისინი ჯამურად 217 ჰექტარს ფარავენ. ეს ტბები იკვებებიან 5 მდინარით, რომლებიცაა: კორანა(ყურანის), ცრნა(შავი), ბიელა (თეთრი) და რიეჯიცა (პატარა მდინარე). ტბები განლაგებულია ბუნებრივ კასკადებზე,უმაღლესი მათგანი “Prošćansko” მდებარეობს ზღვის დონიდან 636 მეტრზე, ხოლო ყველაზე დაბალი “Novakovića” მდებარეობს 503 მეტრზე.

პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი
პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი

ამ პარკში არის ასზე მეტი ჩანჩქერი და ასევე ყოველწლიურად აქ ახალი ჩანჩქერები იბადებიან. დაბადების მიზეზი კი მდინარეში წარმოქნილი ახალ-ახალი ბარიერებია: ბარიერები კი ჩვენდა გასაკვირად არ წარმოადგენენ ქანებს ან ქვებს, ისინი არიან მდინარეში ჩაცვენილი მცენარეების გროვები, რომლებიც მდინარის კალაპოტს კეტავენ და საშუალებას აძლევენ მდინარეს მიიღოს ჩანჩქერისებური ფორმა. სასტავცი არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მათგანი, რომლის სიმაღლეც 72 მეტრია.

პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი
პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი

 

კიდევ ერთი რამ რითაც ეს პარკი გამოირჩევა არის მღვიმეები. ზოგიერთი მათგანი პირდაპირ ჩანჩქერების ქვეშაა განლაგებული და მათ ასევე უცნაურ სახელებსაც არქმევენ, როგორებიცაა მაგალითად: Šupljara(მღვიმე იატაკისა და ჭერის გარეშე),Crna pećina (შავი მღვიმე), Mračna (მშვიდი მღვიმე). ამ მღვიმეებში, სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს შორის მცხოვრებ ღამურებს შეუძლიათ დაგვიდასტურონ ამ სახელების სიზუსტე.

პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი
პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი

პარკი დამთვალიერებლებისთვის მიუწდომელი იყო 1958 წლამდე, მაგრამ შემდეგ დაიწყეს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ტურისტებისთვის შეიქმნა ელექტრონული მატარებლის მარშუტები და ასევე შესაძლებელი გახდა მდინარეებში ნავით გასვლა. პლიტვიცის პარკი ტურისტებისთვის ძირითადად თბილ სეზონებშია პოპულარული. ძალიან სასიამოვნოა როდესაც უყურებ გაფერადებულ პეიზაჟებ ზურმუხტისფერ მდინარეებით და ხეებით, რომლებიც სიმწვანის თითქმის ყველა ელფერს მოიცავენ.

პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი
პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი

ხოლო ზამთარში მთელი ბუნება იძინებს და იგი მძინარე მზეთუნახავის მსგავასად ულამაზესი ხდება. ნათელი ფერები იცვლება ცქრიალა თეთრით, ჩანჩქერები და მდინარეები იყინებიან, ხეები კი თეთრ საბანს იფარებენ. წარმოგიდგენთ Airpanos მიერ გადაღებულ 360 გრადუსიან ფოტო კოლაჟს, რომლებიც ამ ადგილის სილამაზეს ზუსტად ასახავენ:

ტექსტის შესადგენად გამოყენებულია “ეს მაგალითი”