დუშანბე გახლავთ უდიდესი ქალაქი ტაჯიკეთში. დუშანბე ტაჯიკურად ნიშნავს ორშაბათს. ქალაქს ეს სახელწოდება 16-ე საუკუნედან მიენიჭა 1929 წლამდე, მანამ სანამ სტალინის პატივიცემის ნიშნად არ უწოდეს სტალინბადი. შემდეგ 1961 წლის 10 ნოემბერს ქალაქს ისევ ძველი სახელი დუშანბე დაუბრუნეს. 2016 წლის მონაცემებით, ამ ქალაქში 802,700 ადამიანი ცხოვრობს.
მოსახლეობის მიხედვით უდიდესი ქალაქი გახლავთ ვიეტნამში. ქალაქს თავდაპირველად საიგონი ეწოდებოდა, იმ მდინარის სახელი, რომელზედაც მდებარეობს. სახელი გადაარქვეს 1975 წელს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ხო ში მინის პატივისცემის ნიშნად.
სტამბოლი ყველაზე მეტად დასახლებული ადგილია თურქეთში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქის ისტორიული და კომერციული ცენტრი მდებარეობს ევროპაში, მისი მოსახლეობის დაახლოებით მესამედი აზიაში ცხოვრობს. ეს არის ტრანსკონტინენტური ქალაქი, დაარსებული ბოსფორის სრუტის გასწვრივ , რომელიც ჰყოფს აზიასა და ევროპას.
კინშასა არის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყველაზე დიდი ქალაქი, რომელიც ასევე დედაქალაქს როლსაც ითვისებს. კაიროსა და ლაგოსის შემდეგ, კინშასა აფრიკის უმსხვილეს ქალაქებში მესამე ადგილზეა. კონგოს მდინარის გასწვრივ მდებარეობდა ტერიტორია, რომელიც თევზჭერისა და ვაჭრობისთვის გამოიყენებოდა. იგი ლეოპოლდვილის სახელით იყო ცნობილი, მაგრამ 1966 წელს კონგოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მას სახელი გადაარქვა და კინშასა უწოდა. სახელი მომდინარეობდა “კინჩასასგან” (სოფელი რომელიც ოდესღაც კინშასას ტერიტორიაზე მდებარეობდა).
მუმბაი ინდოეთში და ზოგადად მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქია, 13.662.885 მილიონი მცხოვრებით. მას ბომბეი 1995 წლამდე ეწოდებოდა. ახალი სახელწოდება ქალღმეთი მუმბას საპატივცემულოდ ეწოდა.
ნიუ-იორკი ყველაზე დასახლებული ქალაქია აშშ-ში. ის 1624 წელს დაარსდა და თავდაპირველად მას ახალ ამსტერდამს უწოდებდნენ. 1664 წელს კი იორკის ჰერცოგმა მას ნიუ-იორკი უწოდა.
ოტავა ბაითაუნის სახელწოდებით 1826 წელს დაარსდა. 1855 წელს კი მდინარე ოტავას სახელი ეწოდა. იგი კანადის დედაქალაქია.
ოსლო გახლავთ ნორვეგიის დედაქალაქი. მას 1624 წლიდან 1877 წლამდე ქრისტიანია ერქვა, 1877 წლიდან 1924 წლამდე კი კრისტიანია.
ტორონტო მოსახლეობის მიხედვით უდიდესი ქალაქია კანადაში. მას თავდაპირველად იორკს უწოდებდნენ “იორკის ბრძოლის” პატივიცემის ნიშნად.
ტალინი გახლავთ ესტონეთის დედაქალაქი. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ტალინი პირველად 1219 წელს აღინიშნა, მაგრამ მხოლოდ 1248 წელს მიიღო ქალაქის უფლებები. მისი ადრეული სახელი იყო კოლივინი, რომელიც მომდინარეობდა ესტონეთის მითიური გმირის სახელ კალევიდან. შემდეგ მას, ლინდაანისა ეწოდა მე -13 საუკუნეში, სახელი, რომელიც მიღებული იყო კალევის მითიური ცოლის სახელიდან ლინდადან. 1219 წლის შემდეგ, ქალაქი რევალს უწოდებდნენ. ეს სახელი შეიცვალა 1918 წელს, როდესაც ესტონეთი დამოუკიდებელი გახდა, და ეწოდა ტალინი.