ზურმუხტი
ზურმუხტი — პირველი კლასის ძვირფასი ქვა. წარმოადგენს ბერილის გამჭვირვალე ნაირსახეობას. მისი ქიმიური ფორმულაა Be3Al2(SiO3)6. ზურმუხტის მნიშვნელოვანი საბადოებია კოლუმბიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და რუსეთში.
ზურმუხტი მინერალ ბივრილის სახესხვაობაა. ფერი: ზურმუხტისებრ მწვანედან ბალახისფერ მწვანემდე. კრისტალდება ჰექსაგონურ სინგონიაში, ძირითადად გვხვდება ჰექსაგონალური პრიზმის სახით. კაშკაშა, მუქი მწვანე ფერის, გამჭვირვალე, ბზარებს მოკლებული ზურმუხტი ერთ-ერთი საუკეთესო ძვირფასი ქვაა, ხუთ კარატზე დიდი, უდეფექტო მუქი ტონის ზურმუხტი ხშირად უწევს მეტოქეობას ალმასს.
ზურმუხტის მომაჯადოებელი მწვანე ფერი გამოწვეულია ქრომისა და ვანადიუმის მცირე მინარევით. ქრომის რაოდენობა ჩვეულებრივ შეადგენს 0.15-0.20%-ს, მუქ მწვანე ზურმუხტში 0.5-0.6%-მდე აღწევს. ზურმუხტი ფერს არ იცვლის არც მზეზე, არც ნათურაზე, ყოველთვის საუცხოო, ყოველთვის ლამაზია.