ქვეყნები

ესპანეთი

ესპანეთი არის ქვეყანა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში იბერიის ნახევარკუნძულზე, საფრანგეთისა და ანდორას სამხრეთით და პორტუგალიის აღმოსავლეთით. მას გააჩნია სანაპირო ზოლი ბიშკეის (ატლანტის ოკეანის ნაწილი) და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ესპანეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი მადრიდია. ქვეყანა ცნობილია თავისი ხანგრძლივი ისტორით, უნიკალური კულტურით, ძლიერი ეკონომიკითა და ცხოვრების მაღალი სტანდარტებით.

ზოგადი ინფორმაცია ესპანეთის შესახებ
  • ოფიციალური სახელი: ესპანეთის სამეფო
  • დედაქალაქი: მადრიდი
  • ტერიტორიის ფართობი : 504.788 კვ. კმ
  • სანაპირო ხაზი: 4,964 კმ
  • მთლიანი მოსახლეობა: 47 მილიონი
  • ადმინისტრაციული დაყოფა: შედგება 17 ავტონომიური რეგიონისგან.
  • უმაღლესი წერტილი: Pico de Teide (კანარის კუნძულები) 3,718 მ
  • მოსაზღვრე ტერიტორიები: ანდორა, საფრანგეთი, გიბრალტარი, პორტუგალია, მაროკო
  • მმართველობის ფორმა: საკონსტიტუციო მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური: მეფე.
  • მოსახლეობის შემადგენლობა: ქვეყნის მოსახლეობის 74% ესპანელია, 17% – კატალონიელი, 5% – გალისიური, 2% – ბასკური.
  • სახელმწიფო ენა: ესპანური. ზოგიერთ რეგიონში – გალისიური, ბასკური, ადგილობრივი დიალექტები. 
  • რელიგია: 95% კათოლიკეა, 3% მუსლიმი, 1% მართლმადიდებლური, 0,5% – ებრაელი.
  • ინტერნეტ-დომენი: .es
  • ძაბვა: V 230 ვ, 50 ჰც
ესპანეთის მთავრობა

დღეს ესპანეთს მართავს საკონსტიტუციო მონარქია, რომელიც შედგება სახელმწიფოს მეთაურის (მეფე ფილიპე IV) და მთავრობის მეთაურისაგან (პერემიერ-მინისტრი). ქვეყანა დაყოფილია 17 ავტონომიურ დასახლებად –

ანდალუსია, არაგონი, ასტურია, ბალეარის უნძულები, ბასკეთი, გალისია, ესტრემადურა, ვალენსია, კანარის კუნძულები, კანტაბრია, კასტილია-ლა მანჩა, კასტილია და ლეონი, კატალონია, ლა რიოხა, მადრიდი, მურსია, ნავარა, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე 2 ავტონომიური ქალაქი – სეუტა და მელილია.

ეკონომიკა და მიწის გამოყენება ესპანეთში

ესპანეთს აქვს ძლიერი ეკონომიკა, რომელიც ითვლება შერეული კაპიტალისტურად. ქვეყანას აქვს მსოფლიოში მე-12 უდიდესი ეკონომიკა. იგი ცნობილია ცხოვრების მაღალი სტანდარტით და ხარისხით. ესპანეთის ძირითად საწარმოებს წარმოადგენენ ქსოვილები და ტანსაცმელი, საკვები და სასმელი, ლითონი და ლითონის წარმოება, ქიმიკატები, გემთმშენებლობა, ავტომობილები, თიხა და ცეცხლგამძლე პროდუქტები, ფეხსაცმელი, ფარმაცევტული და სამედიცინო აღჭურვილობა

ისინი ასევე სოფლის მეურნეობასაც დიდ ყურადღებას აქცევენ. ამ ინდუსტრიაში ძირითადად აწარმოებენ მარცვლეულს, ბოსტნეულს, ზეთისხილს, ღვინოსა და ყურძენს, შაქრის ჭარხალს, ციტრუსს, საქონლისა და ღორის ხორცს, ასევე რძის პროდუქტებსა და თევზსს.

ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების სფეროები ესპანეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ესპანეთის კლიმატი

რაცშეეხება ესპანეთის კლიმატს, აქ ცხელ ზაფხულსა და ცივ კონტინენტურ და ღრუბლიან ზამთარს შევხვდებით. მადრიდი ესპანეთის ცენტრში მდებარეობს და აქ საშუალო ტემპერატურა არის – იანვარში 3˚C, ივლისში 31˚C .

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან!

 

იხილეთ ასევე:

სად და რამდენი ადამიანი საუბრობს ესპანურად