იტალია – სწრაფი ფაქტები
იტალიის სახელი
სახელი იტალია მოდის ლათინური სიტყვისგან “Italia”, რომელიც მოიხსენიებდა რომის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას, მოგვიანებით კი სახელი იტალიის ნახევარკუნძულს დაერქვა. იტალიის ორიგინალის ახელი იწერებოდა, როგორც ვიტალია (Vitalia). ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ ეტიმოლოგიურად სახელი შეიძლება მოდიოდეს ოსკანური სიტყვისგან ვიტელიუსგან, რომელიც მესაქონელობას აღნიშნავს.
იტალიის მდებარეობა
კორდინატები: 42 50 N, 12 50 E
იტალია არის ნახევარკუნძული, რომელიც სამხრეთ ევროპიდან ხმელთაშუა ზღვაში ვრცელდება. დასავლეთის მხრიდან გარშემორტყმულია ლიგურიის, სარდინიული და ტირენიის ზღვებით, სამხრეთით სიცილიის ზღვა და იონიის ზღვა, ხოლო აღმოსავლეთით ადრიატიკის ზღვა.
მდინარეები
- მდინარე პო – არის უდიდესი მდინარე, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიედინება. იგი სათავეს იღებს ალპებში და ჩაედინება ადრიატიკის ზღვაში. მისი ისგრძე არის 652 კილომეტრი.
- მდინარე ტიბრი – იგი სიგრძით მესამე მდინარეა იტალიაში და მისი სიგრძე არის 406 კილომეტრი. სათავეს იღებს მთა ფუმაილოდან და რომის გავლით ჩაედინება ტირენიის ზღვაში.
ტბები
(ჩამონათვალი სიდიდის მიხედვით)
- გარდა
- ლაგო-მაჯორე
- კომო
- ტრამიზენო
- ბოსლენის ტბა
- იზეოს ტბა
- ბრაჩანოს ტბა
- ლუგანოს ტბა
- ომოდეოს ტბა
- ორტა
- კოგინასი
- ვარეზეს ტბა
- ვიკოს ტბა
- იდროს ტბა
იტალიის მთები
იტალიაში არის ორი მთავარი მთათა სისტემა, ალპები და აპენინები. უმაღლესი მთა არის მონბლანი (4.807 მ.), რომელიც მდებარეობს ალპებში.
ვულკანები
- მთა ვესუვიუსი (1.281 მ.) ნეაპოლის მახლობლად
- მთა ეტნა (3329 მ.) კუნძულ სიცილიაზე
საზღვრები
საზღვარისჯამური სიგრძე: 1.836.4 კმ.
ესაზღვრება ექვს ქვეყანას: ავსტრია (404 კმ.); საფრანგეთი (467 კმ.); ვატიკანი (3.4 კმ.); სან-მარინო (37 კმ.); სლოვენია (218 კმ.); შვეიცარია (698 კმ.);
იხილეთ ასევე: