რამდენი ქვეყანაა დედამიწაზე?
სხვადასხვა წყაროებიზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედამიწაზე ჯამში 195 ქვეყანა მდებარეობს. სამწუხაროდ ქვეყენბისა და დამოუკიდებელი ტერიტორიების დათვლა არც ისე მარტივი საქმეა.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ”დღეს დედამიწაზე დაახლოებით 200-300 ქვეყანაა” – რა უცნაური ფორმულირებაა. ქვეყნები ტყეში ხეებივით არ არიან, რადგან მათი დათვლა შესაძლებელია. თუ არაა შესაძლებელი?
– არა, ჩვენ არ შეგვიძლია ქვეყნებისა და დამოუკიდებელი ტერიტორიების ზუსტი დათვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სტატია არ იარსებებდა.
დავიწყოთ გაეროთი. ამჟამად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია 193 ქვეყანა. ჯერ კიდევ არსებობს ისეთი უჩვეულო მდგომარეობა, როგორიც არის ვატიკანი. გაერო ცნობს ამ ქვეყანას, მაგრამ ის არ არის გაეროს წევრი. ვატიკანი უნიკალური ფენომენია, ამაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ.
ჯერ კიდევ არსებობს პალესტინა – ქვეყნების უმეტესობა აღიარებს მას სუვერენულ სახელმწიფოდ. ეს არის გაეროს დამკვირვებელი სახელმწიფო, მაგრამ არა ორგანიზაციის წევრი.
არსებობს მალტა, რომელსაც ასევე აქვს გაეროს დამკვირვებლის სტატუსი.
ესენი არიან გაეროს წევრები და დამკვირვებლები, რომელთა ჯამიც სულ 195 ქვეყანაა. სინამდვილეში, ყველაფერი გაცილებით რთულია.
შემდეგ მოდის თემა – ”შავი ხვრელი”, რომელსაც უწოდებენ ”არაღიარებულ და ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოებს”. მაგალითად, არსებობს გაეროს წევრი, სახელად სომალი. მაგრამ სომალის ფედერალური მთავრობა, რომლის წარმომადგენლებიც სხედან გაეროში, აკონტროლებს სომალის ტერიტორიის ნახევარზე მეტს. დანარჩენი ნაწილი დაყო ისლამისტთა ჯგუფებმა, ადგილობრივმა ტომებმა და ორ დიდმა არაღიარებულმა სახელმწიფომ. გაერო მათ მიიჩნევს სომალის ნაწილად. ეს სომალია, რომელიც წარმოადგენს ფედერალურ მთავრობას გაეროსთან.
არსებობს ლიბიის მაგალითი. სინამდვილეში, ასეთი ქვეყანა არ არსებობს – ტერიტორია დაყოფილია გაეროს მიერ დანიშნულ მთავრობასა და არაღიარებულ სახელმწიფო სუბიექტთან, ისლამისტებთან და ადგილობრივ ტომებთან.
მე არც კი ვილაპარაკებ უკრაინასა და საქართველოზე, თქვენ უკვე იცით ყველაფერი.
დასკვნა თავისთავად გვთავაზობს – სერიოზულმა პოლიტიკურმა კონფლიქტმა შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ომი და არაღიარებული სახელმწიფოების გაჩენა.
ცალკეული ქვეყნები ზოგჯერ თავს უფლებას აძლევენ აღიარონ ახალი სახელმწიფოები, თუ ეს მათ ინტერესებშია. უფრო მეტიც, მათი თქმით, ზოგჯერ ცალკეული ქვეყნები ქმნიან ამ ახალ სახელმწიფოებს…
ამას ეწოდება “ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო”. ეს არის დიდი ნაბიჯი საერთაშორისო აღიარების მიღწევისაკენ, მაგრამ ამ ქვეყნებს გაეროში გაწევრიანების ძალიან მცირე შანსი აქვთ. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, გაერო განიხილავს ამგვარი ქვეყნის რიგებში მისი გაწევრიანების შესაძლებლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფო, საიდანაც იგი გაშორდა, უარს იტყვის პრეტენზიებზე თავის ტერიტორიასთან დაკავშირებით.
მაგრამ ნაწილობრივი აღიარებაც კი ბევრ რამეს აძლევს ნაწილობრივაღიარებულ სახელმწიფოს. აღიარებულ მხარეს შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობა დაამყაროს, დაიწყოს დოკუმენტების მიღება, დაამყაროს სავაჭრო ურთიერთობები. მაგალითად, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან, მაგრამ არსებობისთვის მათ რუსეთისგან უზარმაზარი მხარდაჭერა აქვთ: რუსული ბაზარი მათთვის ღიაა, მათ სტუმრობენ რუსი ტურისტები, მათი არმიები ინტეგრირებულია რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და იღებენ სახსრებს ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის. ეს აშკარა მაგალითია იმისა, თუ როგორ ახერხებს ძლიერი დაჩაგროს სუსტი და ხელი შეუწყოს საქართველოს დანაწევრებას საკუთარი მიზნებისთვის.
ასე, რომ რამდენი სახელმწიფოა მსოფლიოში?
სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. გაერომ მნიშვნელოვნად შეაფასა ეს რიცხვი. თუ დავიწყებთ იმის გარკვევას, თუ რომელი სახელმწიფო სუბიექტები აკონტროლებენ ტერიტორიას და მათ მოსახლეობას, მაშინ შეიძლება სათვალავიც კი აგვერიოს.
თუ გაინტერესებთ კონტინენტები და მათი ქვეყნები:
გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩვენთან! არ დაგავიწყდეთ გააზიაროთ და მოგვწეროთ თქვენი აზრი!