ბზიფის ციხე
ბზიფის ციხე მდებარეობს აფხაზეთში. კერძოდ კი გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზიფში. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მდებარეობს ასევე VIII-X საუკუნეების ტაძარი და სხვა კონსტრუქციების ნაშთები. ბზიფის ციხეს გარშემორტყმული აქვს გალავანი, ხოლო გალავანს დატანებული აქვს კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე. ციხესიმაგრეში მდებარე ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი.
ციხესიმაგრეს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2006 წელს.